Home Blog გვერდი 122

,,არემჯის“ მხარდაჭერით კაზრეთის საჯარო სკოლები პროექტში ,,დებატები უკეთესი განათლებისთვის“ ჩაერთვნენ

0

„დებატები უკეთესი განათლებისთვის“ – ასე ჰქვია პროექტს, რომელსაც საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი ქვეყნის  მასშტაბით,მესამე წელია  გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის დახმარებით ახორციელებს და  აქტიურად თანამშრომლობს სკოლებთან, წელს პროექტში კომპანია „არემჯის“ მხარდაჭერით, რომელიც არაერთ საგანმანათლებლო-შემეცნებით აქტივობას ახორციელებს,  დაბა კაზრეთის №1 და №2 საჯარო  სკოლებიც ჩაერთვნენ, პირველ ეტაპზე გადამზადნენ პედაგოგები, რის შემდეგაც სკოლის ბაზაზე შეიქმნა დებატ-კლუბი. სწორედ ერთი წლის მანძილზე შეძენილ ცოდნის საფუძველზე დღეს მოსწავლეებმა საჯარო დებატები განათლების თემაზე გამართეს.

 „დებატები უკეთესი განათლებისთვის“, მიზნად ისახავს მოსწავლეებში თავისუფალი და დამოუკიდებელი მოქალაქის უნარების განვითარებას და ისეთი ჩვევების ჩამოყალიბების ხელშეწყობას, როგორიცაა კონსტრუქციული მსჯელობა, არგუმენტები, მასალების მოძიება, ორატორობა, გუნდურობა, დროის მართვა, ოპონენტის პატივისცემა და სხვა. პროექტის ფარგლებში ყველა ეს უნარ-ჩვევები დაბა კაზრეთის დებატ-კლუბის მოსწავლეებმა უკვე შეიძინეს.

პროექტის მონაწილეებს  წინ დიდი გეგმები აქვთ, საუკეთესოები  საქართველოს მასშტაბით გამართულ ეროვნულ დებატებში მიიღებენ მონაწილეობას.

„ეს ქვეყანა შენია“-პროექტის ფარგლებში ბოლნისის კულტურისა და დასვენების პარკში შეხვედრა მოეწყო

0

ბოლნისის  კულტურისა და დასვენების პარკში დღეს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივით და ევროკავშირის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის „ეს ქვეყანა შენიას“ ფარგლებში, შეხვედრა შედგა ახალგაზრდებთან. პროექტის ფარგლებში სპეციალურად მოწვეულმა სტუმრებმა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასოცირებულმა პროფესორმა და სამოქალაქო აქტივისტმა სამიზნე ჯგუფთან სხვადასხვა თემებზე ისაუბრეს, რის შემდეგაც იყო დისკუსია. შეხვედრაზე ასევე იყო კონკურსის პრეზენტაცია, თემა: „სამოქალაქო აქტივიზმი“.

შეხვედრის მიზანია საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება, საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობის წარმოჩენა და სამოქალაქო აქტივიზმის ხელშეწყობა.

,,არემჯის” მხარდაჭერით 1 ივნისი დაბა კაზრეთში მასშტაბური ღონისძიებით აღინიშნა

0

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე დაბა კაზრეთში ფერადი, მხიარული და მუსიკალური ღონისძიებით აღინიშნა. ცენტრალური პარკი ერთი დღით სრულიად ახალ სივრცედ გადაიქცა. აქ ყველა ასაკზე გათვლილი აქტივობა  მოეწყო. კომპანია „არემჯიმ“ ტრადიციულად წელსაც  გაახარა პატარები, მათი ორგანიზებით მოწვეული ანიმატორები პარკში თერთმეტ ლოკაციაზე განთავსდნენ   და ბავშვებისთვის  შემეცნებით-გასართობი აქტივობები მოაწყვეს.

ჟრიამული კულტურისა და დასვენების პარკში მთელი დღის განმავლობაში ისმოდა. პატარებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ჩართულიყვნენ საბავშვო გასართობ, სპორტულ და შემეცნებით აქტივობებში. დაბის კულტურის ცენტრის ორგანიზებით მოეწყო  მუსიკალური და ქორეოგრაფიული ანსამბლების ღონისძიება. სპორტის მოყვარულებისთვის კი გაიმართა ტურნირი მინი ფეხბურთში, საჩვენებელი შეჯიბრი მკლავჭიდსა და ჭადრაკში.  ღონისძიებაზე მისულებს საშუალება ჰქონდათ დაეთვალიერებინათ და შეეძინათ ღია სივრცეში გამოფენილი ხელნაკეთი ნივთები.

ღონისძიება, მთლიანად დაბის მოსახლეობაზე იყო გათვლილი, აქტივობების  დაგეგმვაში აქტიური მონაწილეობა კულტურის ცენტრთან ერთად „იდეების ლაბორატორიამ“ მიიღო, რომელიც კომპანია „არემჯის“ დაფინანსებით, მოსახლეობის   საჭიროებებზე მორგებულ პროექტებს ახორციელებს, მათ წინასწარი გამოკითხვით ახალგაზრდებისთვის საყვარელი გუნდი შეარჩიეს, რომლის მოწვევაც კომპანიამ  უზრუნველყო. ფერადი და მხიარული დღე კაზრეთში ჯგუფი ¼-ის კონცერტით დასრულდა, რომელმაც ახალგაზრდებისთვის საყვარელი  სიმღერები შეასრულა.

დავით შერაზადიშვილი გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს

0

,,ზაფხულის დასაწყისში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს აღვნიშნავთ. ზაფხული ხომ სიყვარულითა და სითბოთია სავსე, ისევე როგორც ბავშვები, რომლებიც სამყაროში სიკეთესა და სისპეტაკეს განასახიერებენ. ჩვენი, ყველას მოვალეობაა მათ უსაფრთხო გარემო შევუქმნათ, სწორი ღირებულებებით აღვზარდოთ, რათა მომავალში ახალმა თაობამ საქართველოს არაერთი წარმატება მოუტანოს.მსურს, თოთოეულ პატარს ნათელი მომავალი ვუსურვო. მშობლებს კი მოვუწოდებ არასდროს დაგვევიწყებინოს, რომ ბავშვები სრულფასოვანი პიროვნებები არიან, ამიტომ მათ პატივისცემით უნდა მოვეპყროთ, სიყვარული და სითბო არ მოვაკლოთ. ვისურვებდი, საქართველოსა და მთელს მსოფლიოში, ყველა ბავშვს უზრუნველად ეცხოვროს. ბავშვობის პერიოდი სამყაროს შეცნობასა და საინტერესო იდეების განხორციელებაში გაეტარებინოთ. ჩვენი პატარები ამ ქვეყნად ყოველივე საუკეთესოს უდავოდ იმსახურებენ,”განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

ბოლნისის კულტურისა და დასვენების პარკში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

0

პირველ ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე ბოლნისის მუნიციპალიტეტის კულტურისა და დასვენების პარკში სხვადასხვა აქტივობით აღინიშნა.  პატარების განწყობაზე მათთვის საყვარელი ზღაპრების  გმირები ზრუნავდნენ. დამსწრე საზოგადოებას,  დღევანდელი დღე, ანსამბლმა „იმედმა“ საათნახევრიანი შემაჯამებელი რეპერტუარით, მიულოცა, თოჯინების თეატრის მხარდაჭერით კი მხიარული სტარტები გაიმართა, სადაც მონაწილეობას მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების დაწყებითი კლასების მოსწავლეები იღებდნენ. დღესასწაულს ბოლნისის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბიბლიოთეკაც ახალი აქტივობით „ეძებე შენი წიგნი“ შეუერთდა, პარკის ეზოში დამალული წიგნები, რომელიც ბავშვებმა ხალისით იპოვეს, საჩუქრად გადაეცათ.

ლაურა დურგლიშვილი, ანსამბლ „იმედის“ ხელმძღვანელი:

-ანსამბლ „იმედის“ სახელით  მინდა ყველა პატარას დღევანდელი დღე მივულოცო, თითოეული მათგანს უღრუბლო ცა, მშვიდობა და ჯანმრთელობა  ვუსურვო. ვისარგებლებ შემთხვევით და მადლობას გადავუხდი კულტურის ცენტრის სამსახურს და კომპანია „არემჯის“ დღევანდელი დღის გალამაზებისთვის.

კობა ჟღენტი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის  კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი :

-ტრადიციულად ბოლნისში ეს დღე ყოველწლიურად აღინიშნება. დღეს კულტურის სახლის საესტრადო ანსამბლ „იმედის“ საანგარიშო წარდგენაც არის.  ყველა პატარას ვულოცავ, ლაღ ბავშვობას და მშვიდობას ვუსურვებ. ასევე მინდა მოგილოცოთ  ნინოობა, შეეწიოს სრულიად საქართველოს და სრულიად ბოლნისს წმინდა ნინოს ჯვარი.

სოფო მსხილაძე, მშობელი:

-დღეს აქ ჩემს პატარებთან ერთად მოვედი.  მოხარული ვარ, რომ კულტურისა და დასვენების პარკში ასეთი მხიარული და თავგადასავლებით სავსე ღონისძიება გაიმართა. ბავშვებს განსაკუთრებით საბავშვო ბიბლიოთეკის აქტივობა მოეწონათ. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და სამყაროს ყველა პატარას მივულოცო ეს დღე, ჯანმრთელობა, ბედნიერება და ულევი სიხარული  ვუსურვო მათ.

N6 – ივნისი

0
2022 ივნისის N6
2022 ივნისის N6

გოგი მეშველიანი გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს!

0

,,ყველა ბავშვს ვუსურვებ ლაღ, ხალისიან და ბედნიერ ცხოვრებს, ჩვენი პატარები იმსახურებენ ცხოვრობდნენ უსაფრთხო და მშვიდობიან სამყაროში!”-გოგი მეშველიანი

გოგი მეშველიანი ქვეში-ჯავშანიანის დაზიანებული ხიდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

0
გოგი მეშველიანი
გოგი მეშველიანი

საქართველოს პარლამენტში ბოლნისის, დმანისის თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი გოგი მეშველიანი, ბოლნისის მუნიციპალიტეტში ქვეში-ჯავშანიანის დაზიანებული ხიდის შესახებ სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს.

,,მოქალაქეების მაღალი ინტერესებიდან გამომდინარე ინტენსიური კომუნიკაცია გვაქვს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ქვეში- ჯავშანიანის ხიდის რეაბილიტაციის საკითხზე.აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს, პირადი კომუნიკაცია მქონდა მინისტრ ირაკლი ქარსელაძესთან. აღნიშნული ხიდის შესწავლა-რეაბილიტაციის პროცესში, ერთ-ერთი ფილა ჩაინგრა, რამაც დამატებით გააძნელა გადაადგილება. გზების დეპარტამენტის სპეციალისტები უკვე იმყოფებოდნენ ადგილზე, შეისწავლეს ვითარება და მათი ინფორმაციით, სამუშაოების შემსრულებლები ოპერატიულად აღმოფხვრიან არსებულ პრობლემას და გაგრძელდება ხიდის რეაბილიტაციის პროცესი,”აცხადებს გოგი მეშველიანი.

არემჯის მხარდაჭერით, დაბა კაზრეთის საჯარო სკოლებში პროექტი „დებატები უკეთესი განათლებისთვის“ მიმდინარეობს

0

კაზრეთის N1 და N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები, არემჯის მხარდაჭერით, სკოლებში გახსნილ დებატკლუბებში საჯარო დებატებისთვის ინტენსიურ სამზადისს გადიან. პროექტი, რომელიც  საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტისა და გუდავაძეპატარკაციშვილის ფონდის ორგანიზებით ხორციელდება, მიზნად ისახავს კაზრეთის საჯარო სკოლების მოსწავლეებში სადებატო უნარ-ჩვევების გამომუშავებას. საგანმანათლებლო კურსის დასრულების შემდეგ, კაზრეთის სკოლის მოსწავლეები შეაჯამებენ დებატკლუბების მუშაობას და ქვემო ქართლის სახელით ნაციონალურ ტურნირში მიიღებენ მონაწილეობას.

 „კვლევები, რომლებიც ჩატარდა პროექტის ფარგლებში, უკვე ადასტურებს ფორმალური დებატების სწავლების მნიშვნელობას როგორც მოსწავლეების, ასევე მასწავლებლების ცხოვრებაში. ახალგაზრდებს უვითარდებათ ისეთი უნარები, როგორიცაა კონსტრუქციული მსჯელობა, არგუმენტაცია, მასალების მოძიება, ორატორობა, გუნდურობა, დროის მართვა, ოპონენტის პატივისცემა და სხვა. გარდა ამისა, დებატების ტექნიკა ეხმარება მათ აკადემიური მოსწრების გაზრდასა და სწორ კომუნიკაციაში, რაც ხელს უწყობს მთლიანობაში მათ პიროვნულ განვითარებას. მოხარულები ვართ, რომ „არემჯის“ ინიციატივითა და შემდეგ მხარდაჭერით, ჩვენს პროექტში, რომელსაც უკვე ბევრი გულშემატკივარი ჰყავს,  წელს პირველად, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სკოლებიც ჩაერთნენ. მათ წინ ძალიან საინტერესო გამოცდილება ელოდებათ.“აცხადებს თინათინ ცერცვაძე  საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის გამგეობის თავმჯდომარე.

მოსწავლეებამდე, პროექტში მოსახვედრად, შესარჩევი კონკურსი გაიარეს სკოლის მასწავლებლებმა, რომელშიც მონაწილეობა ქვეყნის მასშტაბით 150-მდე პედაგოგმა მიიღო. დასკვნით ეტაპზე, შეირჩა 20 მასწავლებელი, რომლებმაც გაიარესინტენსიური ტრენინგიდებატების ტექნიკასა და კლუბის ხელმძღვანელობაში.

 ,,მსგავსი შესაძლებლობა ბოლნისის მუნიციპალიტეტს აქამდე არ ჰქონია, ხოლო ახლა კაზრეთის საჯარო სკოლების მასწავლებლებს და მოსწავლეებს მოგვეცა შანსი  ჩავრთულიყავით ამ ძალიან საინტერესო პროექტში. ვცდილობთ ხელი შევუწყოთ ბავშვების განათლებასა და განვითარებას ფორმალური დებატების სწავლების მიმართულებით, რათა მომავალში მათ  უკვე წარმატებულად წარადგინონ საკუთარი თავი როგორც ნაციონალურ, ასევე საერთაშორისო ტურნირებზე.“  – აღნიშნა  მარიამ ბერიამ, დაბა კაზრეთის #1 საჯარო სკოლის პედაგოგმა.

კაზრეთის N1 და N2 საჯარო სკოლებში დებატკლუბები, არემჯის ინიციატივით, გასული წლის შემოდგომას  გაიხსნა. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს დებატკლუბების აქტიური მუშაობა და მოსწავლეების მომზადება საჯარო დებატებისთვის. რეგიონში არაფორმალური განათლების მიმართულებით სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტების ორგანიზება და მათი ხელშეწყობა, არემჯის კორპორაციული პასუხისმგებლობის ერთერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.

,,განათლების და ახალგაზრდების მხარდაჭერა ჩვენი კომპანიის კორპორაციული პასუხისმგებლობის  უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა. დებატების კლუბის მხარდაჭერით, ვფიქრობთ რომ დავეხმარებით დაბა კაზრეთის საჯარო სკოლებს, მათ პედაგოგებსა და ძალიან ნიჭიერ მოსწავლეებს, უფრო მეტად ჩაერთონ რეგიონალურ და საერთაშორისო პროექტებში და მიიღონ არაფორმალური განათლება, როგორც დებატების ასევე სხვა ბევრი აქტუალური და საინტერესო მიმართულებით“-  აცხადებს არემჯის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი, ნატალი ნოზაძე.

პროექტი „დებატები უკეთესი განათლებისთვის“ დაიწყო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით 2020 წელს გუდავაძე-პატარკაციშვილის  და სხვადასხვა საერთაშორისო ფონდებისა და უმაღლესი სასწავლებლების მხარდაჭერით. პროექტი მოიაზრებს დებატკლუბის ქსელის განვითარებას, არსებული და მომავალი პედაგოგების სპეციალურ გადამზადებას დებატების ტექნიკის სწავლებაში, პროფესიული განვითარების მიზნით და მეცნიერული კვლევის წარმოებას, რომელშიც კაზრეთის დებატების კლუბის წევრებიც არიან ჩართულები.

ამ ეტაპზე პროექტის ფარგლებში აქტიურად ფუნქციონირებს 60 დებატკლუბი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, რომლებშიც 700-მდე მოსწავლე არის აქტიურად ჩართული. დებატკლუბები ამჟამად მუშაობენ ქვემო ქართლში, აჭარაში, სამეგრელოში, სვანეთში, მცხეთა-მთიანეთში, შიდა ქართლში, ზემო აჭარაში, იმერეთში, კახეთში, რაჭასა და თბილისში.

გოგი მეშველიანი ქალთა ფოლკლორულ ანსამბლს „ბოლნელა“ 10 წლის იუბილეს ულოცავს

0
გოგი მეშველიანი
გოგი მეშველიანი

,,უკვე ათი წელია, რაც ქალთა ფოლკლორული ანსამბლი „ბოლნელა“ საკუთარი რეპერტუარითა და განსხვავებული შესრულებით, მსმენელს სხვადასხვა კუთხეში ამოგზაურებს. სწორედ გამორჩეული სცენური მანერის გამო, მათ ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრმა „საქართველოს მარგალიტები„ უწოდა და დღეს, ამ მარგალიტებმა ათწლიანი ისტორია შეკრეს და იუბილე მსმენელთან ერთად აღნიშნეს. გულითადად ვულოცავ ქალთა ფოლკლორულ ანსამბლ „ბოლნელა“ -ს ათი წლის იუბილეს და მრავალ ახალ წარმატებას ვუსურვებ,”განაცხადა ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოგი მეშველიანმა.