სამშაბათი, ივნისი 10, 2025
spot_img
Home Blog გვერდი 119

ჰუმანიტარულ აქციას პირველი საჯარო სკოლაც შეუერთდა

0

უკრაინელი ხალხის დასახმარებლად ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილ შტაბში ჰუმანიტარული ტვირთი გროვდება, რომლის ტრანსპორტირებასაც, საქართველოს ფოსტის ტერმინალში მერია უზრუნველყოფს.

ჰუმანიტარულ აქციას ქ. ბოლნისის სულხან-საბა ორბელიანის სახელობის №1 საჯარო სკოლაც შეუერთდა და ტვირთი მერიაში მიიტანა. არამალფუჭებადი საკვებით, საკანცელარიო ნივთებით და თანატოლებისთვის გულთბილი წერილებით დაფასოებული ამანათები მალე ადრესატებთან იქნება.

ლალი ყურაშვილი, პედაგოგი:

-ქ.ბოლნისის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მცირედი ჰუმანიტარული დახმარებით, თანადგომა გამოუცხადეს უკრაინელ ბავშვებს. აღსანიშნავია, რომ სკოლა ამ აქტივობაში განსაკუთრებული მონდომებით ჩაერთო, ბავშვებს უხაროდათ, რომ ამ მნიშვნელოვან საქმეში წვლილი თვითონაც შეიტანეს.

სამხარეო ადმინისტრაციაში, საქართველოს მელიორაციისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის, სამუშაო შეხვედრა გაიმართა

0

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის, გიორგი დოხტურიშვილის ხელმძღვანელობით, სამხარეო ადმინისტრაციაში, საქართველოს მელიორაციისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის, სამუშაო შეხვედრა გაიმართა.რეგიონის, მუნიციპალიტეტებისა და კომპანიის პირველმა პირებმა, გაფართოებულ ფორმატში, დეტალურად განიხილეს მხარეში არსებული სამელიორაციო ინფრასტრუქტურა და ადგილზე გამოვლენილი საჭიროებები. საუბარი შეეხო, შესაბამისი სისტემების გამართულად მუშაობის მნიშვნელობას და ამ მიმართულებით განსახორციელებელ პროექტებს – დაისახა კონკრეტული გეგმები.„გაფართოებულ ფორმატში, სამუშაო შეხვედრა გავმართეთ საქართველოს მელიორაციის ხელმძღვანელთან და ადგილობრივი სერვის-ცენტრების წარმომადგენლებთან – დეტალურად განვიხილეთ საჭიროებები, რომელიც ჩვენი რეგიონის მასშტაბით დგას. მუნიციპალიტეტების მერებმა დეტალურად ისაუბრეს ადგილებზე, სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების აუცილებლობაზე. მოგეხსენებათ, რომ ეს მიმართულება ჩვენი რეგიონისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რადგან მოსახლეობის უმრავლესობა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობითაა დაკავებული. დავგეგმეთ, ერთობლივად განსახორციელებელი პროექტები. ჩვენი თანამშრომლობა აქტიურ რეჟიმში გაგრძელდება და ერთობლივი ძალისხმევით, მაქსიმალურად ვეცდებით არსებული პრობლემების მოგვარებას.“ – განაცხადა გიორგი დოხტურიშვილმა.

ორწლიანი პაუზის შემდეგ ბოლნისის თეატრი სცენას უბრუნდება

0

ორი წლის შემდეგ ბოლნისის თეატრი სცენას ახალი სპექტაკლით უბრუნდება. ახალ სეზონს მაიკლ ფრეინის პიესის მიხედვით დადგმული კომედია ,,ხმაური სცენის მიღმა”გახსნის.

ხმაური სცენის მიღმა რეჟისორი: იოსებ ბაკურაძე

31 მარტი, 1 აპრილი | 19:00სთ

3 აპრილი, გასტროლი-მოძრავი თეატრი | 20:00სთ

სპეციალური ჩვენება მოსწავლე-ახალგაზრდობისთვის, ბოლნისის თეატრის საიუბილეო, 80 წლის ფარგლებში.

5 აპრილი | 19:00სთ

ჯავშანისა და დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დარეკეთ ნომერზე : 591 97 98 00

ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების დადებითი დინამიკა შენარჩუნებულია

0

24 მარტის მონაცემებით დადასტურებულია 599 ახალი შემთხვევა.ჰოსპიტალში Covid 19-ის მკურნალობას 739 პაციენტი განაგრძობს.შემცირებულია ჰოსპიტალიზებულ პირთა რაოდენობა, როგორც რეანიმაციულ, ისე თერაპიულ განყოფილებაში.უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში გარდაიცვალა 7 ადამიანი.

უკრაინაში დაღუპული საქართველოს ორი მოქალაქე სამშობლოში გადმოასვენეს

0

უკრაინაში დაღუპული მებრძოლები დავით რატიანი და გიორგი ბერიაშვილი გამთენიისას თბილისში ჩამოასვენეს. ომში გმირულად დაღუპულებს სახლში და შემდეგ ტაძრებში გადაასვენებენ. ცოცხალი ჯაჭვით, ოჯახის წევრებმა, მეგობრებმა და რიგითმა მოქალაქეებმა მეომრებს პატივი მიაგეს.

დავით რატიანი და გიორგი ბერიაშვილი უკრაინის ქალაქ ირპენში 18 მარტს გარდაიცვალნენ. ორი ყოფილი სპეცრაზმელი უკრაინაში საბრძოლველად მოხალისედ გაემგზავრა.

რუსეთ-უკრაინის ომში დაღუპული საქართველოს ორი მოქალაქის სამშობლოში გადმოსვენება სახელმწიფომ უზრუნველყო. მათ ოჯახებს საქართველოს პრეზოდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მიუსამძიმრა.

„წითელმა ჯვარმა“ 200 ოჯახს საკვები პროდუქტები და ჰიგიენური საშუალებები გადასცა

0

ადგილობრივ თვითმმართველობასთან ურთიერთთანამშრომლობით, ბოლნისის ,,წითელი ჯვრის” საზოგადოებამ, 200-მდე უკიდურესად შეჭირვებულ ოჯახს საკვები პროდუქტები და ჰიგიენური საშუალებები გადასცა.

აღსანიშნავია, რომ წითელი ჯვარი მსგავს ღონისძიებებში ხშირადაა ჩართული და სოციალურად დაუცველ ბენეფიციარებს სხვადასხვა სახის პროდუქტებით ეხმარება.

ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტს დამატებითი სპეც ტექნიკა მიეწოდოს- გოგი მეშველიანი

0

რთული მეტეოლროგიური პირობების გამო თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ათეულობით სოფელი მოწყვეტილია გარე სამყაროს. ამის შესახებ ინფორმაციას მაჟორიტარი დეპუტატი გოგი მეშველიანი ავრცელებს. მაჟორიტარის თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობა , სამაშველო სამსახურები საკუთარი შესაძლებლობის მაქსიმუმს აკეთებენ სტიქიასთან გასამკლავებლად. ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოიები თუმცა , ძლიერი თოვის გამო ვერ ხერხდება გზების გასუფთავება. „ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ შექმნილი რთული მეტეოროლოგიური პრობლემების გადასაწყვეტად, მუნიციპალიტეტს დამატებით მიეწოდოს სპეც. ტექნიკა და ვიმედოვნებთ, რომ შევძლებთ გამოწვევებთან გამკლავებას. აქვე მადლობა მინდა გადავუხადო, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს და საგანგებო სიტუაციების მართვის სამაშველო სამსახურის თანამშრომლებს, რომლებმაც შეძლეს ფეხით გაევლოთ რამოდენიმე კილომეტრიანი გზა და ჰუმანიტარული პროდუქტით და მედიკამენტებით მოემარაგებინათ სოფლებში დიდთოვლობის გამო ჩარჩენილი მოსახლეობა.” აცხადებს საქართველოს პარლამენტში ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი გოგი მეშველიანი.

გოგი მეშველიანი ადგილზე გეგმავს ჩასვლას დაა პირადად გაეცნობა არსებულ მდგომარეობას. დამატებით გაცნობებთ, რომ მოსახლეობისთვის საჭირო ინფორმაციის მისაღებად მუნიციპალიტეტში 24 საათიან რეჟიმში მოქმედებს ცხელი ხაზი: 598 59 94 71, 591 30 40 22

ჩაკეტილი სოფლები: კლდეისი,პატარა ირაგა, ჯიგრაშენი, ივანოვკა, მენკალისი, ნავთიანი, შეხვეტილა, არხოტი, კოდისწყარო, ნაპილნარი, ჯვრისხევი, ქვემო ჭინჭრიანი, ზემო ჭინჭრიანი,პატარა ნამტვრიანი,დიდი ნამტვრიანი,უგუდეთი,დრე, ვანათი, ღვევი, შამთა, ღოლოვანი, ამლივი, პატარა თონეთი, დიდი თონეთი, მოხისი, ახალსოფელი, გოხნარი, ზირბითი, საფუძვრები, გოლთეთი, ჩხიკვთა, მაწევანი, ტბისი, ხოპისი, ქსოვრეთი, ვაკე, გუდარეხი, აბელიანი, შიხილი, ქვემო ახალშენი, ლიპი, არდისუბანი, აბრამეთი.

დედაქალაქის მერმა კომპანიებს და შემომწირველებს გაღებული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა

0

უკრაინის ჰუმანიტარული დახმარების პუნქტში, დედაქალაქის მერმა კომპანიებს და შემომწირველებს გაღებული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. არემჯი ჯგუფმა, რომელმაც თანამშრომლების ჩართულობით ბოლნისსა და თბილისში პირველადი საჭიროების ნივთები შეაგროვა, დედაქალაქის მერს ის ინიციატივები გააცნეს რომელსაც კომპანია უკრაინის მხარდასაჭერად ახორციელებს. ჰუმანიტარული დახმარებასთან ერთად, არემჯი ჯგუფმა, უკრაინის მხარდასაჭერად გამართულ ტელემარათონშიც მიიღო მონაწილეობა, სადაც კომპანიამ 100 000 ლარი, ხოლო მისმა მენეჯერებმა 60 000 ლარი გადარიცხეს.

COVID-19-ის სამკურნალო მედიკამენტი “პაქსლოვიდი” საქართველოშია

0

COVID-19-ის სამკურნალო პრეპარატი პაქსლოვიდის პირველი პარტია საქართველოში უკვე ჩამოვიდა – ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, საქართველო პირველი ქვეყანაა რეგიონში, სადაც COVID-19-ის სამკურნალო მედიკამენტი ხელმისაწვდომი ხდება და ის პაციენტებს უფასოდ გადაეცემათ.

“პაქსლოვიდი COVID-19-ის წინააღმდეგ შექმნილი პირველი ყველაზე ეფექტური წამალია. მედიკამენტი ვირუსის გამრავლების უნარის შეზღუდვას ახდენს. „პაქსლოვიდი“-ს ინფიცირების დადასტურებისთანავე გამოყენების შემთხვევაში, დაავადება ვეღარ პროგრესირებს, რაც ამცირებს ჰოსპიტალიზაციის რისკს. მედიკამენტი 90%-მდე იცავს დაავადების გართულებისგან”,- წერია განცხადებაში.

პაქსლოვიდით მკურნალობა ვირუსის დადასტურების ადრეულ ეტაპზე უნდა დაიწყოს. მკურნალობის კურსი 5 დღეს მოიცავს.

თურქეთიდან იმპორტირებული პრეპარატების სია გაფართოვდა

0

თურქეთიდან იმპორტირებული პრეპარატების სია გაფართოვდა. 45-მდე დასახელების მედიკამენტის შეძენა საქართველოს მოსახლეობას უკვე 3 დიდ სააფთიაქო ქსელში შეუძლია. იაფი მედიკამენტები „ფარმადეპო“-ს, „ავერსი“-ს და „PSP“-ს ქსელშია ხელმისაწვდომი. გარდა ამისა, ხვალიდან მედიკამენტ ქსარელტოს შეძენა შესაძლებელი იქნება „GPC”-ს მთელ ქსელში. იგივე მედიკამენტი ხელმისაწვდომია „ფარმსახლი“-ს სააფთიაქო ქსელშიც. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, თურქული ფარმაცევტული ბაზრის გახსნის შედეგად, პრეპარატების ფასი, საშუალოდ, 60-80%-ით შემცირდა.მოსახლეობისთვის მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა სახელმწიფოს პრიორიტეტია. ჯანდაცვის სამინისტროში, ამ მიმართულებით, მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს. თურქეთიდან იმპორტირებული პრეპარატების ჩამონათვალი მოწოდებულია ფარმაცევტული სექტორის მიერ და განახლდება კომპანიებისგან მიღებული ინფორმაციის შესაბამისად. აფთიაქების მისამართებს, სადაც მათი შეძენა არის შესაძლებელი გაეცნობით ამ ბმულზე : https://www.moh.gov.ge/uploads/files/2022/21.03.22.pdf