ბოლნისის ძიუდოს დარბაზში, სპორტის დამსახურებული მწვრთნელის, ანზორ მარგველანის ხსოვნისადმი მიძღვნილი, ჭაბუკთა შორის, მეჩვიდმეტე საერთაშორისო ტურნირი ჩატარდა, რომელსაც საქართველოს ძიუდოს ფედერაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ტურნირი ორდღიანი იყო და მასში საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტის, 2009-2010 და 2011-2012 წლებში დაბადებული სპორტსმენები ასპარეზობდნენ. გამარჯვებულები 27 მარტს, ფინალური ტურით გამოვლინდნენ, რომლებიც შესაბამისი ხარისხის დიპლომებითა და მედლებით დაჯილდოვდნენ. ათმა ბოლნისელმა სპორტსმენმა შემდეგი საპრიზო ადგილები დაიკავეს:
დაბა კაზრეთის N2 საჯარო სკოლის პედაგოგების, მშობლებისა და მოსწავლეების ინიციატივით შეგროვდა ჰუმანიტარული დახმარება უკრაინელი ხალხისთვის. შეგროვილი საკვები პროდუქტები, ჰიგიენის ნივთები, მედიკამენტები, პირველადი მოხმარების საგნები, ტანსაცმელი, სკოლის მოსწავლეებმა და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ბოლნისის ფილიალის მოხალისეებმა დაახარისხეს და შეფუთეს, ტვირთის ტრანსპორტირებას კი მუნიციპალიტეტის მერია უზრუნველყოფს.
ბოლნისის მუნიციპალიტეტს ქართულ-ამერიკული დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი სტუმრობდა. საიუბლეო თარიღთან დაკავშირებით, ბოლნისის ახალ მუზეუმში ელჩმა შეხვედრა ქვემო ქართლში შემავალი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან გამართა. ღონისძიებას ქვემო ქართლის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი კენან ომაროვი და სამოქალაქო საზოგადოების წარმოადგენლები ესწრებოდნენ. დავით შერაზადიშვილმა ელჩს ადგილობრივი თვითმმართველობების გაძლიერების პროცესში ამერიკული მხარის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და საჩუქრად ბოლნისური ღვინოები და ბოლნისის მუზეუმში დაცული ელინისტური ხანის არტეფაქტის, თიხის დოქის ასლი გადასცა. „მოხარული ვარ, რომ ქართულ-ამერიკული დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით საქართველოში აშშ-ის ელჩი, ქალბატონი კელი დეგნანი ბოლნისის მუნიციპალიტეტს ესტუმრა. აშშ ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორია, მას საქართველოში დემოკრატიისა და დეცენტრალიზაციის პროცესის განვითარებაში დიდი წვლილი აქვს შეტანილი. ადგილობრივი თვითმმართველობები განსაკუთრებით ვგრძნობთ ამერიკული მხარის მხარდაჭერას, რომელიც სხვადასხვა პროექტის განხორციელებაში გამოიხატება. ქალბატონ ელჩს ამ თანადგომისთვის მადლობა პირადად გადავუხადე“, – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.
იაფი მედიკამენტები „ფარმადეპო“-ს, „ავერსი“-ს, „PSP“-ს და „იმპექსი“-ს ქსელშია ხელმისაწვდომი. ერთი მედიკამენტი – „ქსარელტო“ არის ხელმისაწვდომი „GPC”-ს და „ფარმსახლი“-ს მთელ ქსელში. თურქეთიდან, ამ ეტაპზე, 50-ამდე დასახელების მედიკამენტია იმპორტირებული. პრეპარატებისა და მიმწოდებელი ფარმაცევტული დაწესებულებების სია მუდმივ რეჟიმში იზრდება. შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, თურქული ფარმაცევტული ბაზრის გახსნის შედეგად, პრეპარატების ფასი, საშუალოდ, 60-80%-ით შემცირდა.მოსახლეობისთვის მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა სახელმწიფოს პრიორიტეტია. ჯანდაცვის სამინისტროში, ამ მიმართულებით, მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს. თურქეთიდან იმპორტირებული პრეპარატების ჩამონათვალი მოწოდებულია ფარმაცევტული სექტორის მიერ და განახლდება კომპანიებისგან მიღებული ინფორმაციის შესაბამისად.მედიკამენტების ჩამონათვალსა და აფთიაქების მისამართებს, სადაც მათი შეძენა არის შესაძლებელი გაეცნობით ამ ბმულზე : https://www.moh.gov.ge/uploads/files/2022/28.03.22.pdf
საქართველოს რეგიონებიდან უკრაინელი ხალხის დასახმარებლად, უკრაინაში ჰუმანიტარული ტვირთის გაგზავნის მეორე ეტაპი დაიწყო. აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერ-მინისტრს ეკუთვნის, რომელიც რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულებისა და მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ჩართულობით, ერთობლივად ხორციელდება. ტვირთის შეგროვების პროცესში, სახელმწიფო უწყებებთან ერთად, ჩართულია ბიზნესი და სამოქალაქო სექტორი. მეორე ეტაპზე, საქართველოს მასშტაბით 120 ტონა ტვირთის მობილიზება მოხდა, მათ შორის 90 ტონა რეგიონებიდან. ტვირთი ძირითადად სამედიცინო დანიშნულების პროდუქციას, არამალფუჭებად პროდუქტებსა და პირველადი მოხმარების საგნებს მოიცავს. ამ ეტაპზე თბილისში, საქართველოს ფოსტის ტერმინალში აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონებში მობილიზებული ტვირთის თავმოყრა მოხდა, რომელიც სატვირთო ავტომობილებში დაიტვირთება და უკრაინაში სახმელეთო შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ გაიგზავნება. რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს, ჰუმანიტარული ტვირთის მობილიზების პროცესი გრძელდება და უკრაინაში გასაგზავნად მზად კვირის ბოლოს იქნება. შეგახსენებთ, რომ ეს უკრაინაში რეგიონებიდან ჰუმანიტარული ტვირთის გაგზავნის მეორე ეტაპია. აღსანიშნავია, რომ უკრაინელი ხალხის დასახმარებლად, რამდენიმე დღის წინ საქართველოს რეგიონებში შეგროვილი 150 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი უკვე გაიგზავნა. ტვირთის ტრანსპორტირების ლოჯისტიკის პროცესს საქართველოს ფოსტა უზრუნველყოფს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, საქართველოს რეგიონებიდან უკრაინაში ჰუმანიტარული ტვირთი იგზავნება. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილ შტაბში, უკრაინელი ხალხის დახმარების მიზნით, არამალფუჭებადი საკვები და პირველადი მოხმარების საგნები შეგროვდა. ჰუმანიტარულ აქციაში მოქალქეებთან ერთად, ბოლნისის მუნიციპალიტეტში მოქმედი 3 სკოლაც ჩაერთო.
აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონებში შეგროვებული ტვირთის მობილიზება თბილისში, საქართველოს ფოსტის ტერმინალში ხდება, რის შემდეგაც, სახმელეთო გზით უკრაინაში გაიგზავნება.
შეგახსენებთ, რომ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის სოლიდარობის ნიშნად, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიამ სარეზერვო ფონდიდან ჰუმანიტარული დახმარებისთვის თანხები გამოჰყო. გამოყოფილი თანხით მუნიციპალიტეტმა არამალფუჭებადი საკვები პროდუქტები შეიძინა.
„ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილ სპეციალურ შტაბში მოქალაქეებმა, უკრაინელი ხალხის დახმარების მიზნით, არამალფუჭებადი საკვებისა და პირველადი მოხმარების საგნები შეაგროვეს. აღსანიშნავია, რომ უკრაინელებისთვის ჰუმანიტარული ტვირთი სამმა სკოლამაც შეაგროვა. გამოჩენილი გულსხმიერებისთვის ჩვენს მოქალაქეებს, მოსწავლეებს მსურს, დიდი მადლობა გადავუხადო. მოხარული ვარ, რომ საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობის სურვილი არაერთმა მოქალაქემ გამოთქვა“, – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.
ინტენსიური, უწყვეტი სამუშაოების შედეგად თოვლის საფარისგან გაიწმინდა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში დიდთოვლობის გამო ჩაკეტილ სოფლებამდე მისასვლელი გზები. ამის შესახებ ინფორმაციას , საქართველოს პარლამენტში ბოლნისის,დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი გოგი მეშველიანი ავრცელებს.
„ დღეიდან საავტომობილო მოძრაობა აღდგა შემდეგ სოფლებში: ახალსოფელში, გოხნარში, მჟავისში, ზირბითში,კლდეისში, პალიანაში, ჯვრის ხევში, პატარა ნამტვრიანსა და ამლივში.კიდევ ერთხელ , მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, რომლებიც ამ დღეების მანძილზე თავდაუზოგავად შრომობდნენ რთული მეტეოროლოგიური პირობებისგან წარმოქმნილი პრობლემების აღმოსაფხვრელად,” წერს სოციალურ ქსელში გოგი მეშველიანი.
ბოლნისის ძიუდოს დარბაზში, სპორტის დამსახურებული მწვრთნელის, ანზორ მარგველანის ხსოვნისადმი მიძღვნილი მეჩვიდმეტე საერთაშორისო ტურნირი ჭაბუკთა შორის მიმდინარეობს, რომელსაც საქართველოს ძიუდოს ფედერაციის წარმომადგენლები ესწრებიან. ტურნირი ორდღიანია და მსაში საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტის, 2009-2010 და 2011-2012 წლებში დაბადებული სპორტსმენები ასპარეზობენ. გამარჯვებულები 27 მარტს, ფინალური ტურით გამოვლინდებიან, რომლებიც შესაბამისი ხარისხის დიპლომებითა და მედლებით დაჯილდოვდებიან.
საქართველოს პარლამენტში ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი გოგი მეშველიანი , პარლამენტის წევრ, გოდერძი ჩანქსელიანთან ერთად თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რთული მეტეოროლოგიური პირობებისგან წარმოქმნილ პრობლემებსა და გაწმენდით სამუშაოებს პირადად გაეცნო. დიდთოვლობამ რიგი პრობლემები შექმნა ქვემო ქართლში, განსაკუთრებით რთული ვითარებაა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში , დაკეტილი იყო რამდენიმე ათეული სოფელი თუმცა, მეშველიანის განცხადებით – გზების დეპარტამენტის, თვითმმართველობის, სამხარეო ადმინისტრაციის, პირადად გუბერნატორის, ადგილობრივი მუნიციპალური სამსახურების და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ჩართულობით ყველაფერი გაკეთდა, შესაძლებლობების ფარგლებში და დღეის მდგომარეობით ოცზე მეტი სოფელია გახსნილი. დარჩენილია ცხრა დასახლებული პუნქტი, სადაც ახლაც, ამ წუთებშიც მიმდინარეობს ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოები. აღსანიშნავია, ისიც რომ ამ სოფლებში დაზიანებულია ელექტრო გადამცემი ხაზები და არ მიეწოდება ელექტროენერგია. შესაბამისი სამსახურები მუშაობენ ამ პრობლემის აღმოფხვრაზეც. მაჟორიტარი იმედოვნებს, რომ რამოდენიმე დღეში ეს საკითხები სრულად იქნება გადაწყვეტილი.
„მინდა ყველა იმ ადამიანს მადლობა გადავუხადო, ვინც ჩართული იყო ამ საკითხების გადაწყვეტაში და განსაკუთრებით სამაშველო სამსახურებს, საგზაო სამსახურებს, რომელთაც მოახერხეს და ბევრ სოფელში ფეხით, თხილამურებით მიიტანეს საკვები პროდუქტები და მედიკამენტები ჩვენი მოსახლეობისათვის. შეიძლება ითქვას, რომ ბოლომდე დაიხარჯნენ.“- განაცხადა გოგი მეშველიანმა.
გოგი მეშველიანი, გოდერძი ჩანქსელიანთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, პირადად შეხვდა სოფელ პატარა თონეთის(დვალთის) და საფუძვრების მოსახლეობას. ადგილზე გაეცნო მათ საჭიროებებსა და გაწმენდის სამუშაოებს. მაჟორიტარის განცხადებით, დიდთოვლობამ გარკვეული პრობლემები შექმნა დმანისის მუნიციპალიტეტშიც. იქაც მობილიზებულია შესაბამისი სამსახურები და ტექნიკა. ინტენსიური რეჟიმში მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები და პრაქტიკულად ამ ეტაპისთვის ჩაკეტილი სოფელი აღარ არის. ყველა სოფლამდე მისასვლელი გზა გაწმენდილია. ელექტროენერგიაც მიეწოდებათ.
ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის ეგიდით, პროექტის „მონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერება ადგილობრივ დონეზე საქართველოში“ ფარგლებში, ადგილობრივი თვითმმართველობების ფორუმის პირველი ონლაინ შეხვედრა გაიმართა.ფორუმში „ადამიანის უფლებების ლოკალიზება: ადგილობრივი ხელისუფლების გაძლიერება საქართველოში“ მონაწილეობა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა და ბოლნისის საკრებულოს თავჯდომარემ თამაზ ჟორჟოლიანმა მიიღეს.შეხვედრაზე ყურადღება მუნიციპალიტეტის ყოველდღიურ საქმიანობასა და ადგილობრივ მმართველობაში ადამიანის უფლებათა დაცვაზე, ასევე ადგილობრივ დონეზე სოციალური ინკლუზიის გაუმჯობესების, თანაბარი შესაძლებლობების ხელშეწყობისა და პოლიტიკაში გენდერული პერსპექტივების გათვალისწინების მნიშვნელობაზე გამახვილდა.აღსანიშნავია, რომ დავით შერაზადიშვილის გარდა, ფორუმს კონკურსის შედეგად შერჩეული 12 მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.„ადგილობრივი თვითმმართველობების როლი ადამიანთა უფლებების დაცვის პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ადგილობრივ ხელისუფლებას საშუალება აქვს მოქალაქეთა საჭიროებები ლოკალურად შეისწავლოს და მათზე რეაგირებაც დროულად მოახდინოს. ადგილობრივი თვითმმართველობების მნიშვნელობა ამ კუთხით ორმაგად იზრდება ეთნიკურად მრავალფეროვან მუნიციპალიტეტებში. პროექტი „მონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერება ადგილობრივ დონეზე საქართველოში“ შესაძლებლობას მოგვცემს, ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების პროცესში ჩვენი მოქალაქეების როლი მეტად გავზარდოთ, რაც თვითმმართველობის ეფექტური მუშაოების ერთ-ერთი ყველაზე საჭირო კომპონენტია. ამ მიზნის მიღწევაში კი მსგავსი ფორუმები, დასავლური გამოცდილების გაზიარება, უდავოდ დაგვეხმარება“, – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.