სამშაბათი, ივნისი 10, 2025
spot_img
Home Blog გვერდი 117

საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე დავით ზალკალიანს ილია დარჩიაშვილი ჩაანაცვლებს

0

ილია დარჩიაშვილი საგარეო საქმეთა მინისტრად დაინიშნა. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. დარჩიაშვილმა ამ თანამდებობაზე დავით ზალკალიანი შეცვალა, რომელიც აშშ-ში საქართველოს ელჩის პოზიციაზე გააგრძელებს მუშაობას.

ბოლნისის მუზეუმმა პროექტის ფარგლებში ახალგაზრდებს უმასპინძლა

0

„ბოლნისის მუზეუმი – მრავალფეროვნებისა და ინტეგრაციის კერა“- აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ბოლნისის ახალ მუზეუმს სოფელ შულავერის ეთნიკურად აზერბაიჯანელი, სომეხი და ქართველი ახალგაზრდების ჯგუფი სტუმრობდა, რომლებმაც მულტიკულტურულ საგანმანათლებლო სივრცეში თავმოყრილი ექსპონატები და არტეფაქტები დაათვალიერეს, გაეცნენ სამეცნიერო მნიშვნელობის არქეოლოგიურ მასალებს. ახალგაზრდები,  ასევე ესტუმრნენ  ქვემო ქართლში მოღვაწე რეწვის ოსტატებსაც.

პროექტი  საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და პარტნიორი ორგანიზაციის ტრადიციული რეწვის ასოციაციის მიერ ხორციელდება და ამერიკის საელჩოს მიერაა დაფინანსებული.

დარეჯან ძოწენიძე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის საგანმანათლებლო დეპარტამენტის ხელმძღვანელი:

-ეს პროექტი გულისხმობს რეგიონში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შესწავლის გზით მრავალეთნიკურ და მრავალკულტურულ მხარეში მრავალფეროვნების და ინტეგრაციის ხელშეწყობას, ვფიქრობ, რომ სწორედ მუზეუმს დიდი როლის შესრულება შეუძლია ამ საქმეში.

ანა შანშიაშვილი, საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაციის ხელმძღვანელი:

-ეროვნულ მუზეუმთან მჭიდრო თანამშრომლობით გვაქვს საინტერესო პროექტი, რომელიც ითვალისწინებს ბოლნისის ახალი მუზეუმი გადაიქცეს ერთგვარ ცენტრად მულტიკულტურულ საზოგადოებისთვის. პროექტის ფარგლებში ვაწყობთ ერთდღიან ტურებს და ახალგაზრდა ჯგუფებს ვაცნობთ რეგიონში მოღვაწე რეწვის ოსტატებს და ვსტუმრობთ მათ სახელოსნოებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლების კუთხით.

ყველა მუსლიმს რამაზანის წმინდა თვის დაწყებას ვულოცავ-დავით შერაზადიშვილი

0

,,ყველა მუსლიმს რამაზანის წმინდა თვის დაწყებას ვულოცავ. დღეიდან მარხვა იწყება. მარხვა კი რწმენაში განმტკიცების, სულიერი სიმშვიდის მოპოვების საშუალებაა, სწორედ ამიტომ ეს პერიოდი თითოეული მორწმუნესთვის განსაკუთრებულია. კიდევ ერთხელ გილოცავთ რამაზანის თვის დაწყებას, ყველას ერთიან და ძლიერ საქართველოში მშვიდობიან თანაცხოვრებას გისურვებთ”- ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი.

,,ხმაური სცენის მიღმა” – პრემიერა ბოლნისის თეატრის სცენაზე

0

ორწლიანი პაუზის შემდეგ,  საიუბილეო   სეზონი ახალი სპექტაკლით გაიხსნა. ბოლნისის თეატრალური დასი, მონატრებული მაყურებლის წინაშე, მაიკლ ფრეინის პიესის მიხედვით დადგმული კომედიით წარსდგა. ,,ხმაური სცენის მიღმა”- სპექტაკლი უნიჭიერესმა რეჟისორმა იოსებ ბაკურაძემ ერთთვინი მუშაობის შემდეგ, საკმაოდ საინტერესო, მხიარული სახეებით წარმოგვიდგინა.

ემოციები, ნერვიულობა, ცოტა ქაოსი და იუმორი, რომლის გარეშეც წარმოუდგენელია პრემიერასთან დაკავშირებული სამზადისი. სცენის მიღმა არსებულმა მოქმედებებმა პირველად გადმოინაცვლა სცენაზე, რომელსაც ემოციით ადევნებდა თვალს დამსწრე საზოგადოება.

განსხვავებული, საინტერესო და პოზიტური ემოციებით დატვირთული, ასე შეაფასა დამსწრე საზოგადოებამ პრემიერა.სპექტაკლმა როგორც ყოველთვის ანშლაგით ჩაიარა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს საყვარელი მაყურებლის ძლიერ მონატრებას. იყო უამრავი სტუმარი, მათ შორის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადაშვილი ოჯახთან ერთად და თეატრალური დასისა თუ კულტურის სფეროს წარმომადგენლები.

სამხატვრო ხელმძღვანელის ლაშა ნოზაძის თქმით ეს იყო შეხვედრა მონატრებულ მაყურებელთან, ამიტომ სპექტაკლის ჩვენება მაყურებლის ინტერესიდან გამომდინარე  ოთხ დღეზე გადანაწილდა, რომელიც  31 მარტს დაიწყო და 5 აპრილს, სპეციალურად,  მოსწავლე-ახალგაზრდობისთვის გამართული ჩვენებით დასრულდება. აღსანიშნავია, რომ წელს ბოლნისის თეატრს დაარსებიდან 80 წელი შეუსრულდა, სწორედ ამიტომ მიმდინარე წელს გამართული ყველა სპექტაკლი საიუბილეო თარიღს ეძღვნება.   

გოგი მეშველიანი საქართველოს მუსლიმებს რამაზანის თვის დადგომას ულოცავს

0

ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი საქართველოს პარლამენტში გოგი მეშველიანი საქართველოში მცხოვრებ მუსლიმებს წმინდა რამაზანის თვის დადგომას ულოცავს. „რამაზანის თვის დადგომას გილოცავთ საქართველოში მცხოვრებ მუსლიმებს! ამ თვის დასაწყისი ყოფილიყოს თითოეული თქვენგანისთვის ბედნიერების, სიკეთის, ჯანმრთელობის მომტანი. მოთმინებას, თავმდაბლობას და სულიერ სიმშვიდეს გისურვებთ.“- გოგი მეშველიანი.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი კონფერენციას დაესწრო

0

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი კონფერენციას სახელწოდებით “საქართველოს მუნიციპალიტეტების მიერ სოციალურ და ჯანდაცვის სფეროში დელეგირებული უფლებამოსილებების აღსრულების გამოცდილების შეფასება და კარგი პრაქტიკების გამოვლენა“ დაესწრო

გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, განხორციელებული პროექტის – “დეცენტრალიზაციისა და კარგი მმართველობის ხელშეწყობა ადგილობრივ დონეზე“ ფარგლებში, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) ორგანიზებით, ეროვნული კონფერენცია “საქართველოს მუნიციპალიტეტების მიერ სოციალურ და ჯანდაცვის სფეროში დელეგირებული უფლებამოსილებების აღსრულების გამოცდილების შეფასება და კარგი პრაქტიკების გამოვლენა“ გაიმართა.

კონფერენციას საქართველოს მთავრობის, პარლამენტის, ადგილობრივი ხელისუფლების, საერთაშორისო ორგანიზებისა და სოციალურ სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ღონისძიებაში მონაწილეობა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმაც მიიღო.

ეროვნული კონფერენციის დღის წესრიგი მოიცავდა მუნიციპალიტეტების მიერ სოციალური და ჯანდაცვის სფეროში უფლებამოსილებათა განხორციელების შედეგებისა და გამოწვევების განხილვას, კვლევის „მუნიციპალიტეტების შესაძლებლობათა შეფასების შესახებ“ ანგარიშის წარდგენას.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ 2019 წლის „საუკეთესო პრაქტიკის კონკურსში“ მერიის პროექტი, რომელიც შშმ პირებს სხვადასხვა სერვისს სთავაზობს, ნომინაციაში “მუნიციპალური სოციალური პროგრამები მოწყვლადი ჯგუფებისთვის” საუკეთესოდ აღიარა. საერთო ჯამში, „საუკეთესო პრაქტიკის კონკურსში“ ბოლნისის მუნიციპალიტეტმა ზედიზედ ოთხჯერ გაიმარჯვა. 2021 წელს კი მუნიციპალიტეტს ეს ჯილდო ერთდროულად ორ ნომინაციაში გადაეცა.

N4 – აპრილი

0
2022 აპრილი N4
2022 აპრილი N4

ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების ინიციატივით, ბოლნისის სკოლების ბაზაზე ახალგაზრდული კლუბები შეიქმნა

0

,,ერთად შევქმნათ ახალგაზრდებისთვის ხელსაყრელი გარემო და მათზე  მორგებული ყველა პროგრამა თუ პროექტი“-ამ დევიზით ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის, განათლებისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების  ინიციატივით, სკოლების ბაზაზე, ახალგაზრდული კლუბები შეიქმნა. ისინი უშუალო კოორდინაციაში იქნებიან ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ახალგაზრდობის საკითხებზე მომუშავე ყველა რგოლთან. მათ ექნებათ შესაძლებლობა აქტიური მონაწილეობა მიიღონ ყველა იმ საქმეში, რომელიც ახალგაზრდობას ეხება.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში, სასკოლო ახალგაზრდული კლუბების წევრებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა. ახალგაზრდული კლუბის წევრებს ორგანიზატორებმა გააცნეს ის სამომავლო გეგმები და პროექტები, სადაც მათი უშუალო ჩართულობა და გააქტიურება აუცილებელია. შეხვედრას ასევე ახალგაზრდული საბჭოსა და სათემო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა მუნიციპალიტეტში მყოფი უკრაინის მოქალაქეები მოინახულა

0

უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების შედეგად, საქართველოში ჩარჩენილი უკრაინის 4 მოქალაქე ბოლნისში მცხოვრებმა ჯაბა სამსიანისა და მედეა ჯაფარიძის ოჯახმა შეიფარა. ბოლნისში დროებით მყოფი უკრაინელები ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა, მოადგილესთან ვალენტინა ნავერიანთან ერთად მოინახულა. დავით შერაზადიშვილი უკრაინის მოქალაქეების საჭიროებებს გაეცნო და მათ სოლიდარობა კიდევ ერთხელ გამოუცხადა.დავით შერაზადიშვილის გადაწყვეტილებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტი უკრაინის მოქალაქეებს, მათი საჭიროებებიდან გამომდინარე, შესაბამის დახმარებას აღმოუჩენს.„უკრაინაში მიმდმინარე საომარი მოქმედებების შედეგად, საქართველოში ჩარჩენილი უკრაინის 4 მოქალაქე ბოლნისში მცხოვრებმა ჯაბა სამსიანისა და მედეა ჯაფარიძის ოჯახმა შეიფარა. მსურს, ბატონ ჯაბა სამსიანისა და ქალბატონ მედეა ჯაფარიძის ოჯახს, უკრაინელი ტურისტების შეფარებისთვის დიდი მადლობა გადავუხადო. ქართველი ხალხი უკრაინელების გვერდით დგას და მათ სოლიდარობას უცხადებს. ვიმედოვნებ, რომ უკრაინაში მშვიდობა მალე დაისადგურებს“, – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

აშშ-ს ელჩი ნახიდურის სკოლას სტმრობდა

0

ქართულ-ამერიკული დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის საიუბილეო დღესთან დაკავშირებით, აშშ-ის ელჩი ქალბატონი კელი დეგნანი, “Peace Corps Georgia”დირექტორი ჯეფრი გოვეია, USAID საქართველოს წარმომადგენლები და USAID საბაზისო განათლების პროგრამის წარმომადგენლები ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურის საჯარო სკოლას ესტუმრნენ. ,,საინტერესო და სასიამოვნო იყო მათი სტუმრობა, შეხვედრაზე ისაუბრეს ამერიკული ორგანიზაციების პროექტების გავლენაზე ქართულ საგანმანათლებლო სისტემაში, კერძოდ, ნახიდურის საჯარო სკოლაში წარმატებით განხორციელებული პროგრამების შესახებ,”აღნიშნულ ინფორმაციას ნახიდურის სკოლა აქვეყნებს.