მეღვინეთა გაერთიანება “ღვინო ბოლნისის” ორგანიზებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიისა და კომპანია “არემჯის“ მხარდაჭერით, ბოლნისის მუზეუმში ბოლნისური ღვინოების პრეზენტაცია-დეგუსტაცია გაიმართა.
ღონისძიებაზე „ქართული ღვინის გილდიის“ მიერ, OIV-ის საერთაშორისო სტანდარტით, შეფასებული 15 ბოლნისური მარნის, 38 საუკეთესო ღვინო იყო წარმოდგენილი.
ღონისძიების ფარგლებში, გერმანულ წისქვილში, გამართულ გალა-ვახშამზე, გასტრონომიული ტურიზმის ექსპერტმა ქეთი კვიჭიძემ და შეფ-მზარეულმა მიშა ავსაჯანიშვილმა მიწვეული სტუმრებისთვის ქვემო ქართლის ტრადიციული ავთენტური სამზარეულოს ინსპირაციით შექმნილი კერძები და სპეციალურად მათთან შეხამებული ბოლნისური ღვინოებით უმასპინძლეს. ასევე, ადგილზე სპეციალურად ამ დღისთვის შექმნილი კოქტეილის „ბოვის“ პრეზენტაცია გაიმართა.
„ბოლნისი – ოქროსფერი ღვინის ქალაქი, აღმოაჩინე ბოლნისური ღვინო“ ფარგლებში,
ღონისძიებას სხვადასხვა სახელმწიფო უწყების წარმომადგენლები, ტექნოლოგები, სტუმარ-მასპინძლობის სექტორის წარმომადგენლები და დარგის ექსპერტები ესქრებოდნენ.
მეღვინეთა გაერთიანება „ღვინო ბოლნისი“ 2018 წელს ჩამოყალიბდა და 40-ზე მეტ მცირე ტიპის საოჯახო მარანს აერთიანებს. გაერთიანებამ, კომპანია „არემჯისა“ და ბოლნისის მუნიციპალიტეტს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის შედეგად ბევრი საინტერესო და სასარგებლო პროექტი განხორციელდა. „არემჯი“ ხელს უწყობს მეღვინეთა გაერთიანებას, საუკეთესო ბოლნისური ღვინეობის წარმოებასა და მათ პოპულარიზაციაში.
საქართველოს პარლამენტში ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი გოგი მეშველიანი აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდების დაწყებას ულოცავს და წარმატებებს უსურვებს.
„დღეს დაიწყო ერთიანი ეროვნული გამოცდები და მსურს წარმატებები ვუსურვო თითოეულ აბიტურიენტს, განსაკუთრებით კი ბოლნისელ, დმანისელ, თეთრიწყაროელ და წალკელ ახალგაზრდებს! დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ, შეძლებთ საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურ წარმოჩენას და მიაღწევთ დასახულ მიზანს! გილოცავთ დღევანდელ დღეს, გისურვებთ ნაკლებ მღელვარებას და თავდაჯერებულობას, მჯერა ყველაფერი კარდგად ჩაივლის ! „- განაცხადა გოგი მეშველიანმა.
4 ივლისს ეროვნული გამოცდები 09:00 საათზე, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება. პირველ სესიაზე რეგისტრაციას აბიტურიენტები 08:00 საათზე გაივლიან, მეორე სესიაზე კი – 14:00 საათზე. მეორე სესიის საგამოცდო დროდ 15:00 საათი განისაზღვრა.
მთელი საქართველოს მასშტაბით გახსნილია 22 საგამოცდო ცენტრი, რომლებიც ჯამში 90 000-მდე რეგისტრირებულ პირს მოემსახურება. ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის წელს 41 000-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა; სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე დარეგისტრირებულია 2 500-ზე მეტი სტუდენტი; საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის 9 500-ზე მეტი აპლიკანტი, ხოლო მასწავლებლის საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდის ჩასაბარებლად სულ 35 500-ზე მეტი მსურველია დარეგისტრირებული.
ამასთან, იმ პირებისთვის, რომლებსაც ეროვნული გამოცდების პერიოდში კორონავირუსი დაუდასტურდებათ, დაინიშნება დამატებითი სეანსები. ისინი ვირუსის დადასტურებიდან მერვე დღეს შეძლებენ გამოცდაზე გასვლას.
აჭარის სპორტული ფედერაციის ორგანიზებით ქალაქ ბათუმში, სპორტული ცეკვების საერთაშორისო ტურნირი,,Batumi open 2022″ მიმდინარეობს, სადაც სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში ბოლნისის კულტურის სახლთან არსებული სტუდია ,,პრესტოს” მოცეკვავეებიც არიან ჩართულები. უკვე ცნობილია 21 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში გამარჯვებული მოცეკვავე წყვილების ვინაობა,”Batumi open 2022″-ის მესამე საპრიზო ადგილი, დებიუტანტებმა, ხუთი ლათინის ცეკვაში, გუგა საყვარელიძემ და მარიამ ნურალაშვილმა დაიკავეს.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა,დავით შერაზადიშვილმა, პირველ მოადგილე ბუბა გობეჯიშვილთან ერთად ბოლნისის კულტურისა და დასვენების პარკში მდებარე მინი სტადიონის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა.
პროექტის ფარგლებში პარკის სტადიონზე შეიცვლება მინდვრის საფარი, გადაიხურება ტრიბუნები, მოეწყობა სველი წერტილი და გასახდელები. ასევე მოიკირწყლება სტადიონამდე მისასვლელი გზა, აღდგება შემოღობვა და შეიცვლება მინდვრის განათება.
მინი სტადიონის სარეაბილიტაციო სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით მიმდინარეობს.
,, ბოლნისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა აქტიურ პროპაგანდას უწევს ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას. ორ თვეში დასრულდება ბოლნისის კულტურისა და პარკში მინი სტადიონის რეაბილიტაცია. ვფიქრობთ, რომ სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება არის უმნიშვნელოვანესი იმისათვის, რომ ახალგაზრდები დაკავდნენ ფიზიკური აქტივობით და მომავალში წარმატებებს მიაღწიონ”,- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.
სპორტის დამსახურებული ოსტატის, ღირსების ორდენის კავალერის, ათობით ათასი სპორტსმენის, ევროპის, მსოფლიოს და მაშინდელი საბჭოთა კავშირის ჩემპიონის აღმზრდელის, ბოლნისის კოლორიტი ადამიანის, თავისუფალ და ქართულ ჭიდაობაში ისტორიის შემქმნელის, აწ გარდაცვლილი აკაკი ქუქჩიშვილის სახელობის მემორიალურ ტურნირს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ბოლნისის სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის მხარდაჭერით ჩაეყარა დღეს საფუძველი. ბოლნისის ძიუდოს დარბაზში, ხსოვნისადმი მიძღვნილ ტურნირში საქართველოს რამდენიმე ქალაქისა და სოფლის 14 გუნდი 22 წონით, 2 ასაკობრივ კატეგორიაში სპეციალურად დაწესებული თასის მოსაპოვებლად ასპარეზობდა.
აკაკი ქუქჩიშვილი იყო მასწავლებელი, რომელიც აღსაზრდელში აყალიბებდა ფიზიკურ და სოციალურ ჰარმონიას, რუდუნებით ხვეწდა შეგირდის შესაძლებლობებს და გზას უკაფავდა მაღალი სპორტული მწვერვალებისკენ, მას ათასობით ახალგაზრდის ფორმირებაში მიუძღვის წვლილი. მუხლჩაუხრელად შრომობდა იმ შედეგისთვის, რასაც შემოინახავს ბოლნისის სპორტის ისტორია. მან არაერთი ახალგაზრდა გაიყვანა ხალიჩაზე საასპარეზოდ და აზიარა სპორტსმენის ტიტულს. მთელი ცხოვრება მიუძღვნა ბოლნისში თავისუფალი და ქართული ჭიდაობის განვითარებას. 1964 წელს დააარსა პირველი სექცია და მას შემდეგ უამრავი ჯილდო, მედალი, სიგელი აქვთ მოპოვებული მის აღსაზრდელებს.
ადამიანი, რომელიც მთელ ქალაქს უყვარდა, სპორტსმენი, რომლის სკოლაც არა მხოლოდ პროფესიონალურად ხვეწდა თაობებს, არამედ ცხოვრების სხვა გაკვეთილებსაც აზიარებდა. კაცი, რომლის ცხოვრებაც და მოღვაწეობაც ახალგაზრდების აღზრდა-განვითარებას ემსახურებოდა, დამსახურებული ღვაწლისთვის 80 წლის ასაკში ღირსების ორდენით დააჯილდოვეს.
ბოლნისის კოლორიტი, სპორტის ბერმუხა, 86 წლის ასაკში კორონავირუსით გარდაიცვალა. ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი მიზნად ისახავს შემდეგ წლებში მიეცეს საერთაშორისო სახე, რათა ბოლნისელი სპორტის დამსახურებული ოსტატის სახელი არა მარტო საქართველოში, უცხოეთშიც გაჟღერდეს.
მედიაჰოლდინგ „ჯორჯიან თაიმსის“ ბიზნეს რეიტინგის 22-ე დაჯილდოებაზე ტრადიციულად, ექსპერტების მიერ შერჩეული საუკეთესო კომპანიები დასახელდა. წელს ბიზნესის ეროვნული ჯილდოს მფლობელი კომპანია „არემჯი“ გახდა. ბიზნეს რეიტინგის საზეიმო ცერემონიალზე “არემჯიმ“ ორ მთავარ ნომინაციაში: რეგიონში უმსხვილესი დამსაქმებელი და მაღალი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობისთვის გადაეცა.
ასევე კომპანიას გადაეცა, გარდამავალი ჯილდო, მაღალი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობისთვის. წელს უკვე მეორედ, არემჯი ფარული კენჭისყრის შედეგად მედიის რჩეული კომპანია გახდა.
,, „არემჯი“ საქართველოში უკვე მეათე წელია, რაც ოპერირებს. ჩვენ ვართ ქართული სამთო საქმის ლიდერი, რომელიც დღეს უკვე 3700-მდე ადამიანს და კომპანიასთან დაკავშირებულ 100-ზე მეტ კონტრაქტორ კომპანიას აერთიანებს. 2020 წლიდან დღემდე, ორი რთული, პანდემიური წლის მიუხედავად, კომპანიაში 740 ახალი თანამშრომელი დასაქმდა, რაც რეგიონის ეკონომიკის გაძლიერებას და მის მდგრად განვითარებას უწყობს ხელს. დასაქმების ხეელშეწყობასთან ერთად, გარემოს დაცვა ჩვენი კომპანიისთვის ერთდროულად მთავარი გამოწვევა და პრიორიტეტია. სამთო საქმიანობისას გარემოზე ზემოქმედების მინიმუმამდე დასაყვანად და საუკეთესო ბალანსის უზრუნველსაყოფად, არემჯი 2018 წლიდან გარემოსდაცვით პროგრამას ახორციელებს, რომლის ფარგლებში განსაზღვრული 100-მდე გარემოსდაცვითი პროექტი თუ შემარბილებელი ღონისძიება უკვე შესრულებულია ‘’– განაცხადა არემჯის დირექტორის მოადგილემ HR საკითხებში,გიორგი ჩხეიძემ.
ბიზნეს რეიტინგის 22-ე დაჯილდოებაზე, რომელიც ქალაქ თბილისის მერიისა და სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების მხარდაჭერით ტარდება, 26 საუკეთესო კომპანია და ბიზნესმენი გამოვლინდა. ორგანიზატორების თქმით, პროექტის მიზანი, ეროვნულ ბიზნესში ყველაზე წარმატებული დარგების განსაზღვრა და დიალოგის მხარდაჭერა ბიზნესს – ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის არის.
სიყვარულით ანთებული გული, მასზე დაფუძნებული ღირებულებები, გრძნობა, რომელიც ჩვენი გმირისთვის ყველაფრის საწყისია. ბიჭი, რომელზეც რუბრიკაში გიამბობთ, №1 საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე დიმა თეიმურაზიანია. ის, სკოლის თითოეულ საგანს და სახელოვნებო წრეებს, ერთნაირი პასუხისმგებლობით ეკიდება და ყველაფერში წარმატებულია. დიმას ნახატმა, რომელიც კონკურსის „წელიწადის დროები“ ფარგლებში დახატა, გაიმარჯვა და დაიბეჭდება სკოლის სამაგიდო კალენდარში. დიმა ბავშვობის ოცნებასაც გვიმხელს, უნდოდა მეცნიერი ყოფილიყო, თუმცა ჯერ ისევ ფიქრის პროცესშია, მაგრამ ზუსტად იცის, მისი მომავალი პროფესია ჰუმანიტარულ საგნებს უკავშირდება. ცდილობს არ ჩამორჩეს არცერთ საგანს, რათა მრავალმხრივი განათლება მიიღოს. სასკოლო ცხოვრების გარდა, არა ერთი მიმართულებითაა დაკავებული, ჩართულია პროექტებში.
-ვინ არის დიმა თეიმურაზიანი?
-მე ვარ დიმა (დიმიტრი) თეიმურაზიანი. ბოლნისის სულხან-საბა ორბელიანის სახელობის №1 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე, ასევე ვარ ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრისა და ბოლნისის ახალგაზრდული სახლის მოხალისე.
-მოგვიყევი შენს შესახებ
– დაკავებული ვარ ბევრი რამით, კონკრეტულად, სახელოვნებო დარგებით (სიმღერით, ხატვით, ქსოვით, ქარგვით, ფორტეპიანოთი…) დავამთავრე ბოლნისის მუსიკალური სკოლა, ფორტეპიანოს განხრით. ასევე დავდივარ სიმღერაზე: პედაგოგი ნინო დვალიშვილი. მიყვარს ჰუმანიტარული საგნები ( ისტორია, გეოგრაფია, უცხო ენები…) მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე არ მიყვარს ტექნიკური საგნები, ყველამ ვიცით, რა მნიშვნელოვანია ზოგადი განათლება.
–მომიყევისკოლისკედლებში გატარებულ წლებზე, რა შეცვალა პანდემიამ…
-სკოლა არის ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი. მიყვარს ენერგიით აღსავსე დილა , როდესაც სიხარულით მივდივარ სკოლაში. პატარობაში ძალიან სუსტად ვსწავლობდი (ახლა კარგად), ძალიან მიჭირდა მათემატიკა. მაგრამ როცა ადამიანი შრომისმოყვარე და მიზანდასახულია, ყველაფერს დაძლევს. რა თქმა უნდა დიდი წვლილი აქვთ მასწავლებლებს. ჩვენი სკოლის მასწავლებლები საყვარლები, თბილები და რაც მთავარია, პროფესიონალები არიან. მე-6 კლასიდან ჩემი დამრიგებელია ნინო ყურაშვილი-თბილი, მომთმენი და ყურადღებიანი მასწავლებელი. ჩვენი კლასი მოუსვენარი და ცელქია, მაგრამ მეგობრული და ხალისიანი. ვცდილობ ყოველი დღით დავტკბე და ვისიამოვნო ყოველი წამით. პანდემიამ, რა თქმა უნდა, შეამცირა სწავლის ხარისხი, სულ სხვაა, როცა კლასში, თანაკლასელებთან ერთად, დისკუსიას ვმართავთ, ვმსჯელობთ და ვიგებთ ერთმანეთისგან ახალს, მასწავლებელიც გვიხსნის და გვისწორებს, მაგრამ ვფიქრობ, ვისაც რეალურად სურს სწავლა, ნებისმიერ ფორმატში შეძლებს.
– დიდ დროს ვუთმობ: ქართულ ენასა და ლიტერატურას, ისტორიას და ენებს. სხვა საგნებსაც გარკვეულ დროს ვუთმობ, ვცდილობ, არცერთ საგანს ჩამოვრჩე, რათა მრავალმხრივ განვითარებული ვიყო.
-ხელოვნების რომელ დარგთან გაქვს განსაკუთრებული დამოკიდებულება და რატომ?
-მუსიკასთან, რადგან მუსიკა მიქმნის განწყობას და ჩემი ცხოვრების თანამგზავრია, ელემენტარული ბუნების ხმებიც კი გენიალურ ჰარმონიას ქმნის. არამგონია პროფესიად ვაქციო, მაგრამ ჰობად აუცილებლად დარჩება.
-დიმა, სად აპირებ სწავლის გაგრძელებას და რა პროფესია აირჩიე?
-უმეტესად, ჩემი პროფესია ჰუმანიტარულ საგნებს უკავშირდება და ამჟამად ორიენტირებული ვარ ქართულ ფილოლოგიაზე, რადგან მიყვარს ენების ძირფესვიანად შესწავლა, „ასევე ვფიქრობ, რომ 16-17 წლის ასაკში ადამიანი არ არის ვალდებული იცოდეს, თუ რა უნდა მას ცხოვრებაში“ ( ეს დათო ტურაშვილის სიტყვებია). ამ ეტაპზე გადაწყვეტილი არ მაქვს, ჯერ ისევ ფიქრის პროცესში ვარ.
-მე ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრის, ბოლნისის ახალგაზრდული სახლის, ჰელფინგ ჰენდისა და ჰერა 21 მოხალისე ვარ, ბოლნისის ახალგაზრდული სახლის მმართველია ანანო უგრეხელიძე, ანანო ბევრ პროექტებსა და აქტივობებზე გვაგებინებს, მისი დამსახურებაა, რომ ამჟამად ვარ ჩართული გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ გამოცხადებულ პროექტში, რომელსაც მხარი დაუჭირა არასამთავრობო ორგანიზაციამ ჰელფინგ ჰენდმა „ მოზარდი მოხალისეების ჩართულობა პანდემიის გამოწვევების საპასუხოდ“. გასაუბრება გავიარე და 2 ადამიანი აგვირჩიეს ბოლნისიდან მე და გვანცა ჩოქური, ჩვენ თელავში ჩაგვიტარდა სამდღიანი სესიები, სრულად დაგვაფინანსეს და ახლო მომავალში ვაპირებთ ჰიგენური კლუბების ჩამოყალიბებას. ასევე ამ წელს „ქვემო ქართლის რეგიონალურმა ჰაბმა“ გამოაცხადა პროექტი და ამ პროექტის ფარგლებში, სხვადასხვა რეგიონებში დაფუძნდა ახალგაზრდული საბჭოები და მე ბოლნისის ახალგაზრდული საბჭოს წევრი ვარ განათლების განხრით.
-თუ გაქვს თავისუფალი დრო და რისი კეთება გიყვართ ამ დროს?
-თავისუფალ დროს ვკითხულობ მსოფლიო კლასიკურ ლიტერატურას ასევე ვხატავ, ერთი თვის წინ, სასკოლო კონკურსში მივიღე მონაწილეობა და 12 გამარჯვებული ნახატიდან, ერთ-ერთი ჩემი გახდა,რომელიც სასკოლო კალენდრისთვის დაიბეჭდება.
-პანდემიის პერიოდში, ბევრი თავისუფალი დრო გაჩნდა და ადამიანებმა, საკუთარ თავში არაერთი უნარი აღმოაჩინეს, შენც ხომ არ ხარ მათ რიგში?
-ჩემში აღმოვაჩინე შრომისმოყვარეობა და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანისთვის ურთიერთობები და კომუნიკაცია.
-საყვარელი პოეტი, მწერალი….
-ზოგადად ძალიან რთულია ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემა, იმიტომ რომ ყველა მწერალი თავისებურად მიყვარს, მაგრამ გამორჩეულად, დანტე ალიგიერი, მისი ერთადერთი ნაწარმოები, გენიალური შედევრი „ღვთაებრივი კომედია“.
-ბოლო წიგნი, რომელიც წაიკითხე
-ბოლოს, სკოლაში არჩევითი საგნიდან, რომელსაც ჩემი საყვარელი მასწავლებელი ნინო გიორგაძე მასწავლის, წავიკითხე დათო ტურაშვილის „ თავისუფალი ადამიანი“, ახლა ვკითხულობთ დათო ტურაშვილის „სხვა ამსტერდამს“ ხოლო ზოგადად, სკოლის გარეთ, ბოლოს გადავიკითხე თეოდორ დრაიზერის – და კერი.
-სამომავლო გეგმები…
-ზოგადად, არც ვცდილობ წარმოვიდგინო, რა იქნება მომავალში, რადგან ყოველი დღე სიურპრიზებითაა აღსავსე.
–რაარისამჟამად, შენს ცხოვრებაში, ყველაზემთავარი?
-ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანია სიყვარული, მის გარეშე ვერაფერი იარსებებს და საერთოდ, სიყვარული ფართო მცნებაა და ბევრი საუბარი მომიწევს….ასევე ჩემი მიზანია, ჩავაბარო სასურველ ფაკულტეტზე, აქედანვე ვიზრუნო ჩემს მომავალზე, ეს უმთავრესია.
-დიმა, ამბობ სიყვარულია მთავარიო, შენი განმარტება მაინტერესებს
-დიახ, სიყვარულია ჩემთვის მთავარი და სიყვარული ის ძალაა, რაზეც დგას ეს სამყარო, სიყვარული ყველგანაა, უბრალოდ, საკმაოდ ფართო მცნებაა და სამწუხაროა, რომ ბევრი ადამიანი სხვაგვარად აღიქვამს
–ცხოვრებაშიწარმატებაჩემთვისნიშნავს…
-წარმატებაა, როცა გყავს მოსიყვარულე ოჯახი, გაქვს ოცნებები, რომლებსაც მიზნებად აქცევ და ამ მიზნების მისაღწევად ირჩევ სწორ და სამართლიან გზას, როცა საზოგადოებისგან აღიარებას შენი ნიჭით და შრომისმოყვარეობით მიაღწევ.
-ვინ არის შენთვის მისაბაძი?
-ვერ გეტყვით, რომ კონკრეტული პიროვნება არსებობს, უბრალოდ ეს შეიძლება იყოს დაწყებული წიგნის გმირიდან, დამთავრებული, ვიღაც უცნობი ადამიანით, რომლის კონკრეტულმა საქციელმაც დამაფიქრა.
-დიმა, როგორც ვიცი ძალიან თბილი ადამიანი ხარ, მოგვიყევი მეგობრებზე, ოჯახზე… ასევე ვიცი, რომ განსაკუთრებულად გიყვარს ბიცოლა.
-კი თბილი ვარ, მიყვარს ადამიანები, საკმაოდ ბევრი მეგობარი მყავს, მათ მე ვეხმარები, ისინი მე. ჯერ-ჯერობით არცერთ ადამიანთან არ მაქვს ცუდი ურთიერთობა. ბიცოლას საკმაოდ მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ჩემს ცხოვრებაში, მასთან მე ყველაზე გახსნილი ვარ და ნებისმიერ თემაზე ვსაუბრობთ, ასევე ბიცოლას, ჩემს პიროვნულ განვითარებაში დიდი წვლილი აქვს შეტანილი / ოჯახი ძალიან მიყვარს, ცუდია, რომ გვიან მივდივარ სახლში და ოჯახის წევრებთან დიდ დროს ვერ ვატარებ, ძალიან მიყვარს დედა, მას რომ ვეხუტები შვებასა და სითბოს ვგრძნობ.
-გაქვს რაიმე დამალული ნიჭი ან ჰობი?
– ვწერ ლექსებსა და პატარა ჩანახატებს, მაგრამ ძალიან პირადია და არავის ვუკითხავ.
-ვფიქრობ, წარმატება დამოკიდებულია ჩვენზე და ჩვენს მიზანდასახულობაზე, რაც შეეხება ბედნიერ შემთხვევას, ეს უბრალოდ შეიძლება იყოს სანთელი, რომელიც გაგინათებს გზას და მერე ჩაქრება, ხოლო მთავარი ფარანი ჩვენს ხელშია და თვითონ უნდა გავინათოთ გზა წარმატებისკენ.
-ბავშვობის ოცნებები და მიზნები
-ბავშვობაში ყოველთვის მინდოდა მეცნიერი ვყოფილიყავი.
-რა უნდა იცოდეს საზოგადოებამ შენს შესახებ?
-მიუხედავად ყველანაირი სიძნელეებისა, არასოდეს დავნებდები.
-რას ეტყოდი მათ, ვინც ახლა გადის იმ გზას, რომელიც შენ გაიარე?
-ვეტყოდი, რომ არ ეშინოდეთ შეცდომების დაშვების, რეალურად ადამიანი იმისთვის იბადება, რომ შეცდომები დაუშვას. ასევე ვურჩევდი გულთან ახლოს არაფერი მიიტანონ და ბედნიერება ეძიონ წვრილმანებში, ბუნებაში ბედნიერება სულ ახლოსაა, უბრალოდ ადამიანები ძალიან შორს ვიხედებით.
-როგორ ქვეყანაში ისურვებდი ცხოვრებას?
-დამოუკიდებელ, თავისუფალ, მშვიდობიან და მრავალფეროვან ქვეყანაში.
-დაგვისახელე მომავალი წარმატებული ადამიანი, ვის ხილვასაც ისურვებდი ჩვენს რუბრიკაში.
-ანანო უგრეხელიძე, ვკითხავდი მის სამომავლო გეგმებზე…
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ტანძიაში დღეს „საბაობა 2022“ გაიმართა, დიდი ქართველი მწერლის, დიპლომატის, მეიგავის და სასულიერო პირის 364 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება ლექციით დაიწყო, რომელიც სულხან-საბა ორბელიანის ევროპაში მოგზაურობასა და საქართველოს ევროპული არჩევანის ისტორიულ კონტექსტს ეხებოდა. გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორმა, სტუდენტებთან ერთად, 300 წლის შემდეგ ევროპისკენ მიმავალი ის გზა გაიარა, რაც ელჩმა და დიპლომატმა განვლო, სწორედ ამ მოგზაურობის მნიშვნელოვანი დეტალების გაცნობა მოხდა საზოგადოებისთვის დღევანდელ საჯარო ლექციაზე.
საბაობისადმი მიძღვნილი ღონისძიება განსხვავებული ფორმატით ჩატარდა, რომელსაც ბოლნელი მთავარეპისკოპოსი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, ადგილობრივი ხელისუფლებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მათ კიდევ ერთხელ გაიხსენეს საბას განვლილი გზა, შემოქმედება და დიპლომატიური მოღვაწეობა.
ბოლნელმა მთავარეპისკოპოსმა ეფრემმა ორბელიანების საგვარეულო ეკლესიაში სულხან-საბა ორბელიანის სულის მოსახსენიებელი პარაკლისი გადაიხადა და მის ღვაწლზე ისაუბრა.
ღონისძიების დასასრულს კულტურის ცენტრის ხელმძღვანელმა სულხან-საბა ორბელიანის სახლ-მუზეუმის თანამშრომლები, გაწეული შრომისთვის,სიმბოლურად მადლობის სიგელებით დააჯილდოვა. წიგნთა ფონდს კი საბას შემოქმედებიდან რამდენიმე ახალი წიგნი გადასცა. „საბაობა 2022“-ს მუსიკალურად დუეტი „გვანცა და ვიქტორია“ კლავიშისა და ვიოლინოს აკომპანიმენტით ალამაზებდა.