ორშაბათი, ივნისი 23, 2025
spot_img
Home Blog გვერდი 102

თოთოეულ მუსლიმ მოქალაქეს ვულოცავ ყურბან-ბაირამის დღესასწაულს -დავით შერაზადიშვილი

0

,,ეს უმნიშვნელოვანესი დღესასწაული კიდევ ერთხელ შეგვახსენებ თუ რა დიდი ძალა აქვს კაცთმოყვარეობას, სიყვარულსა და სიკეთეს. საუკუნეებია ჩვენს რეგიონში სხვადასხვა ეთნოსის წარმომადგენლები მშვიდობიანად ვთანაცხოვრობთ და ეს მართლაც რომ ტოლერატობის ერთ-ერთი ბრწყინვალე მაგალითია. ვისურვებდი, ყურბან-ბაირამის სიხარული მთელი წლის განმავლობაში გაგყოლოდეთ, კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ დღესასწაულს და მთელი გულით ყოველივე საუკეთესოს გისურვებთ!”-ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი.

კონფერენციაში მონაწილე სკოლები და პედაგოგები მადლობის სიგელებით დაჯილდოვდნენ

0

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს  მიმდინარე პროექტში, ზოგადი განათლების ფარგლებში ,,ახალი სკოლის მოდელი“ კონფერენციაში, მონაწილე სკოლები და პედაგოგები ბოლნისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა იამზე სვანიძემ მადლობის სიგელებით და სერთიფიკატებით დააჯილდოვა. 

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ განხორციელებული პროექტის ფარგლებში, 2021/22 სასწავლო წლის ბოლოს, 22 ივნისს, ჩატარდა რეგიონალური მასწავლებელთა კონფერენცია,სადაც  ბოლნისის მუნიციპალიტეტის  10  სკოლა  26 პრეზენტაციით იყო წარმოდგენილი. აღნიშნულ კონფერენციაში მონაწილე პედაგოგები სერთიფიკატებით, ხოლო სკოლის დირექტორები მადლობის სიგელებით დაჯილდოვდნენ. ,,ახალისკოლის მოდელის“ საპილოტე  პროექტში ბოლნისის მუნიციპალიტეტიდან პირველი ჩაერთო ქალაქ ბოლნისის #5 საჯარო სკოლა.

        უკვე რამდენიმე წელია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სკოლებში ახორციელებს და ნერგავს პროექტს ,,ახალი სკოლის მოდელი“, რაც გულისხმობს სწავლების თანამედროვე მეთოდის დანერგვას, ციფრულ ტექნოლოგიებზე ორიენტაციას, სასკოლო ცხოვრების რეალურ ცხოვრებასთან დაახლოებას და ამ გზით სასწავლო პროცესის გამოცოცხლებას, სასკოლო შემოქმედებითი ინიციატივების ხელშეწყობას და  თანამშრომლობითი გუნდური მუშაობის კულტურის დანერგვას.

ქართული ენის შემსწავლელი კურსის კურსდამთავრებულებს სერთიფიკატები გადაეცათ

0

პროექტი, რომელიც ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ახალგაზრდებისთვის ქართული ენის უკეთ შესწავლასა და საზოგადოებაში ინტეგრაციას ისახავს მიზნად  წარმატებით განხორციელდა, 130-მა ახალგაზრდამ სამთვიანი კურსი გაიარა, კურსდამთავრებულების საზეიმო დაჯილდოება ბოლნისის ახალი მუზეუმის საკონფერენციო დარბაზში მოეწყო. საქართველოს პარლამენტის წევრმა გოგი მეშველიანმა, ბოლნისის მუნუციპალიტეტის მერის მოადგილესთან, საკრებულოს წარმომაგდენლებთან და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელთან ერთად ახალგაზრდებს სერთიფიკატები გადასცა  და იმ პროგრამებზე ისაუბრა, რომელსაც სახელმწიფო, ქართული ენის უკეთ შესწავლის მიზნით ეთნიკური უმცირესობებისთვის  ახორციელებს.

პროექტი,ბოლნისის დმანისის თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი დეპუტატის ინციატივით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიისა და კულტურის ცენტრის ორგანიზებით  ეთნიკური უმცირესობებით დასხლებულ  სოფლებში სამი თვის წინ დაიწყო, ქართული ენის შემსწავლელი კურსები ნახიდურის, ტალავერის,  ქვემო ბოლნისისა და დარბაზის  ახალგაზრდულ სათემო ცენტრებში განხორციელდა.

საზეიმო დაჯილდოების შემდეგ ახალგაზრდებისთვის ბოლნისის მუზეუმში შემეცნებითი ტური მოეწყო, მათ საგამოფენო სივრცეები დაათვალიერეს და აქ დაცულ ექსპონატებს გაეცვნენ.

საკრებულოს წევრებმა მოსახლეობასთან შეხვედრა გამართეს

0

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების ინიციატივით, ქალაქ ბოლნისში მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა, იაკობ ხუცესის ქუჩის მაცხოვრებლებმა  სასმელი წყლისა და ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე ისაუბრეს.

სასმელ წყალთან დაკავშირებულ ინფორმაცია მოქალაქეებმა კომპეტენტური პირისგან მიიღეს. შეხვედრაზე იმყოფებოდა გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ბოლნისის ფილიალის ხელმძღვანელი, რომელმაც აღნიშნა, რომ სათავე ნაგებობაზე უახლოეს მომავალში დაიწყება სარეაბილიტაციო სამუშაოები, რითაც პრობლემა, რომელიც განსაკუთრებთ  ბოლო 2 წლის განმავლობაში მწვავედ დგას, მოგვარდება. შეკრებილ მოსახლეობას განუმარტეს, რომ სასმელი წყლის მიწოდება 17 საათიანი გრაფიკით იქნება. დღის წესრიგში დგას ასევე კანალიზაციის პრობლემაც. შეჩერებული პროექტი განახლდა  და მალე კანალიზაციის სისტემის მოწყობის სამუშაოებიც გაგრძელდება. 

მოსახლეობამ ერთ-ერთ პრობლემად ასევე ქუჩაზე არ არსებული ინფრასტრუქტურა დაასახელა. ვინაიდან აღნიშნული ტერიტორია რელიეფურად მაღლობზეა, უხვი ნალექების დროს მოვარდნილი წყალი განსაკუთრებულ პრობლემას ქმნის. კანალიზაციის და სასმელი წყლის  სისტემების მოწყობის სამუშაოების დასრულებისთანავე  გზის რეაბილიტაცია განხორციელდება თავისი  სანიაღვრე არხით, რითაც იაკობ ხუცესის ქუჩის მაცხოვრებლების პრობლემა სრულად  აღმოიფხვრება.

წითელმა ჯვარმა ბოლნისში მცხოვრებ უკრაინელებს ამანათები გადასცა

0

დღეს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ბოლნისის ფილიალმა, მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის  სამსახურის წარმომადგენლებთან  ერთად,   ბოლნისში  უკრაინიდან შემოსული 15 ოჯახი მოინახულეს და ჰუმანიტარული დახმარება გადასცეს, რომლებიც სასურსათო პროდუქტებს, ბავშვებისთვის საჭირო საბაზისო მედიკამენტებსა და ჰიგიენურ ნივთებს მოიცავდა.
ეტაპობრივად ამანათები სამეგრელოს, იმერეთის, კახეთის, ქვემო ქართლსა და სხვა მუნიციპალიტეტებში დარიგდება.

 პროექტის მხარდამჭერია სუპერმარკეტების ქსელი ,,2 ნაბიჯი”, ,,საქართველოს ბანკი” და საპატრიარქოს ახალგაზრდული ფონდი.

ლელა კვირიკაშვილი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის ბავშვის დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების უფროსი:

    -დღეს წითელი ჯვრის საზოგადოების ბოლნისის რაიონულ ორგანიზაციასთან ერთად, ბოლნისის მუნიციპალიტეტში მცხოვრები უკრაინიდან დევნილი ოჯახები მოვინახულეთ და ჰუმანიტარული დახმარება გადავეცით.  სიტყვებით ძნელია გადმოსცე თუ რას გრძნობენ ეს ადამიანები. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ყველაფერი გავაკეთოთ მათთან მიმართებაში, იმედს ვიტოვებთ მალე დამთავრდება  ომი და ისინი შეძლებენ საკუთარ სახლებში დაბრუნებას.

ილიევსკა ნატალია:

-აპრილის თვიდან აქ ვართ, ძალიან მოგვწონს  ბოლნისი, მშვიდი, წყნარი ქალაქია, ყველა იღიმის, გვთავაზობენ დახმარებას.  დიდი მადლობა მუნიციპალიტეტს, წითელ ჯვარს  თანადგომისთვის. ჩვენი მიწიდან  გამოვექეცით ომს,  თავშესაფარი ვნახეთ საქართველოში, სადაც დიდი სითბოთი და სიყვარულით გვექცევიან.

ტკაჩ ილენა:

-მადლობა,  რომ გვიმასპინძლეთ. 24 ადამიანი გამოვექეცით საომარ ვითარებას,  დავუკავშირდით უკრაინიდან იძულებით გადაადგილებულთა ცენტრს და ხელი შეგვიწყვეს ყველანაირად. ბოლნისში ჩამოსვლის შემდეგ  დაგვეხმარნენ საყოფაცხოვრებო ნივთებით. ასევე უფასოდ გვემსახურებიან საავადმყოფოები. დიდი მადლობა ყველაფრისთვის ადგილობრივ ხელისუფლებას და წითელ ჯვარს.  

ნოტიჩევ ელიზავეტა:                                                   

ჩამოვედით მარტის თვეში, ხალხი ძალიან თბილად დაგვხვდა, გამოხატავენ სითბოს და სიკეთეს ჩვენს მიმართ. ამ ქალაქში ისე ვგრძნობთ თავს, როგორც საკუთარ სახლში.  დიდი მადლობა ქართველებს, ბოლნისს და წითელ ჯვარს  დახმარებისთვის.  

რენზეს სვეტლანა:

  -დაბრუნება გვინდა ჩვენს სახლში, მაგრამ არ შეგვიძლია, რომ წავიდეთ არ ვიცით შევაღწევთ თუ არა.  ვნერვიულობთ ჩვენს ოჯახებზე, ნათესავებზე, მეგობრებზე.  დიდი მადლობა გაფრინდაშვილების ოჯახს,რომლებმაც მიგვიღეს და დახმარება გაგვიწიეს, დიდი მადლობა მუნიციპალიტეტს და წითელ ჯვარს.

კინო მოზაიკის ვორქშოფი ბოლნისში

0

გიწვევთ მონაწილეობა მიიღოთ კინო მოზაიკის ვორქშოფზე ბოლნისში!

ვორქშოფის ორგანიზატორები არიან კოპენჰაგენის არქიტექტურის კინოფესტივალი, თბილისის არქიტექტურის ბიენალე და ნუში ფილმი.

მონაწილეებმა უნდა აღმოაჩინონ ბოლნისში საზოგადოებრივ სივრცეში ინკლუზიურობის და დისკრიმინაციის საკითხების არქიტექტურული გადაწყვეტები და ამ თემების გარშემო შექმნან მოკლემეტრაჟიანი ფილმები (მაქს. 3 წთ).

მონაწილეები 5 დღის განმავლობაში დაესწრებიან არქიტექტურასთან, ურბანულ საკითხებთან და საზოგადოებრივ სივრცეებთან დაკავშირებულ ლექციებს. ამავდროულად, მათ საშუალება მიეცემათ შეისწავლონ ფილმის გადაღების პროცესის პრაქტიკული ნაწილი (Learning-by-doing) კინო სფეროში აქტიურად მომუშავე პროფესიონალების დახმარებით. ვორქშოფის შედეგად მონაწილეები მიიღებენ კონკრეტულ ცოდნას გადაღებების დაგეგმვიდან დაწყებული, ფილმის შექმნის პროცესის და მონტაჟის ჩათვლით.

ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება?
კურსი ღიაა ამ რეგიონში მცხოვრები ნებისმიერი მსურველისთვის, რომელიც დაინტერესებულია არქიტექტურის და კინოს გადაკვეთით, ასევე სტუდენტებისვის და ამ სფეროებში მომუშავე პროფესიონალებისთვის. ვორქშოფი წარმოადგენს უსაფრთხო გარემოს ყველასთვის განურჩევლად წარმომავლობის, სქესის და ორიენტაციისა. პროგრამა მხარს უჭერს მონაწილეებს შორის ურთიერთთანამშრომლობას და დიალოგს.

ვორქშოფის თარიღები: 2022 წლის 18-22 ივლისი
აპლიკაციის გამოგზავნის ბოლო ვადა: 2022 წლის 7 ივლისი

აპლიკაცია იხილეთ ბმულზე : https://forms.gle/xzmLVEwc8Wkvu1qK9

პროექტის ფარგლებში საკრებულოს წევრებმა შეხვედრა გამართეს

0

„მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრის“ პროექტის – „ანგარიშვალდებული საკრებულოს წევრი ძლიერი დემოკრატიისთვის“ ფარგლებში, დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებმა ფერიდე ტვილდიანმა  და ბექა წაქაძემ   დაბა კაზრეთში ქალებთან და ახალგაზრდებთან, თემატური საჯარო შეხვედრა გამართეს.  მათ დამსწრე საზოგადოებას  ინფორმაცია  მიაწოდეს მუნიციპალიტეტის გენდერული და ახალგაზრდული პოლიტიკის შესახებ.

საკრებულოს წევრებმა ისაუბრეს განხორციელებული პროექტებისა და სამომავლო გეგმების შესახებ, რაც მიმართულია ქალთა გაძლიერებისა და ახალგაზრდების ხელშეწყობისკენ.

  შეხვედრის მიზანია ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობის პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობის გაძლიერება, ამომრჩევლსა და   საკრებულოს წევრებს შორის ეფექტური, ხელმისაწვდომი საკომუნიკაციო ურთიერთთანამშრომლობა.

დაბა კაზრეთში ,,ახალგაზრდების ხმა მშვიდობისთვის’’ პროექტის ფარგლებში ღონსძიება გაიმართა

0

დაბა კაზრეთის ცენტრალურ პარკში, „ახალგაზრდების ხმა მშვიდობისთვის“ პროექტის ფარგლებში სათემო ღონისძიება „კაზრეთობა“ გაიმართა. ღონისძიებაში აქტიური მონაწილეობა  ადგილობრივმა ახალგაზრდებმა მიიღეს. მათ დამსწრე საზოგადოებას გააცნეს თუ რას მოიცავს პროექტი და რა სამუშაოები განახორციელეს, წარადგინეს სამოქმედო გეგმა,  რომელიც ოთხი ძირითადი მიმართულებისგან შედგება: ახალგაზრდების მონაწილეობა, მშვიდობა, უსაფრთხოება, რესურსები და გენდერული თანასწორობა. ისაუბრეს სამომავლო გეგმებზეც, რომლის განხორციელებასაც მომავალში საგრანტო კონკურსის ფარგლებში აპირებენ. ღონისძიებას ესწრებოდნენ პროექტის გუნდის წევრები, სხვადასხვა სამოქალაქო და არასამთავრობო ორგანიზაციები და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები, რომლებმაც  რეგიონში მსგავსი პროექტების განხორციელების მნიშვნელობაზე და იმ შესაძლებლობებზე გაამახვილეს ყურადღება, რომელსაც მუნიციპალიტეტი ახალგაზრდებს სთავაზობს.

პროექტი, „ახალგაზრდების ხმა მშვიდობისთვის“ მხარდაჭერილია ავსტრიის განვითარების სააგენტოს მიერ, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის დაფინანსებით და ახორციელებენ „ქეა კავკასია“ და იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“  ქეა ავსტრიასთან მჭიდრო თანამშრომლობით, რომელიც მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს საქართველოში ერთიანი, მშვიდობიანი, ინკლუზიური და თანასწორი  საზოგადოების ჩამოყალიბებას.

პროექტის „ახალგაზრდების ხმა მშვიდობისთვის“ წარდგენისა და გაცნობის შემდეგ, ახალგაზრდების ჩართულობით, ღონისძიება  სხვადასხვა კულტურული, სპორტული და შემეცნებითი პროგრამით გაგრძელდა.

„პრესტოს“ მოცეკვავეების მორიგი წარმატება „Batumi open 2022“-ის ჩემპიონატზე

0

აჭარის  სპორტული ცეკვების ფედერაციის ორგანიზებით 2 და 3 ივლისს, სპორტული ცეკვების სარეიტინგო საერთაშორისო ჩემპიონატი „batumi open 2022“ გაიმართა, სადაც სხვადასხვა  ასაკობრივ კატეგორიაში ბოლნისის ლათინო-ამერიკული ცეკვების სტუდია „პრესტოს“ მოცეკვავე-სპორტსმენები იღებდნენ მონაწილეობას.

აღნიშნულ ტურნირში ანა გრძელიშვილმა 13 პლიუს ასაკში მიიღო პირველი ხარისხის დიპლომი, ხოლო მეორე ხარისხის დიპლომები გადაეცათ ნატალი სვანიძეს და მარიამ კორტავას. 10-12 წლამდე ასაკის კატეგორიაში, მეორე ხარისხის დიპლომები,  სოლო შესრულებაში ეკატერინე დემურაძემ და სანდრო ბერიძისა და ლიზი მაღალიანის წყვილმა მიიღო. ღია ჩემპიონატი ბათუმში ტრადიციულად ყოველ წელს იმართება. აღნიშნულ ტურნირში მონაწილეობას იღებდა WDSP მონაწილე სპორტსმენები, როლებსაც საერთაშორისო კლასის მსაჯები აკვირდებოდნენ.

CENN-მა პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების პროექტი დაიწყო

0

ევროკავშირის მხარდაჭერით, ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებისა და ფორმირების მიზნით, CENN-მა, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების პროექტი დაიწყო.ევროკავშირის მხარდაჭერით, CENN-მა, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად – კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC), ქვემო ქართლის მედია (KKM), First European (FE) – ოთხწლიანი ახალი პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება ინკლუზიური და მწვანე ზრდისთვის“ ფარგლებში, დაინტერესებულ მხარეთა შეხვედრა ჩაატარა.პროექტის პრეზენტაციას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი დოხტურიშვილთან და გარდაბნის, დმანისის,თეთრიწყაროს,მარნეულისა და წალკის მუნიციპალიტეტების მერებთან ერთად დაესწრო.პროექტი 4 წლის განმავლობაში ქვემო ქართლის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონების რვა მუნიციპალიტეტში იმუშავებს და უზრუნველყოფს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ჩართულობას სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობის ხარისხის გასაუმჯობესებლად და მათი შესაძლებლობების განსავითარებლად.ღონისძიების ფარგლებში, სამიზნე მუნიციპალიტეტების მერებთან ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გაფორმდა.,,მოხარული ვარ, რომ ბოლნისის მერიასა და კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელთან ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გავაფორმეთ. ძლიერი არასამთავრობო ორგანიზაციები და სამოქალაქო სექტორი ჩვენი ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გარანტია. ეს ჩვენს მუნიციპალიტეტს ნათლად აქვს გაცნობიერებული. ჩვენ ადგილობრივ და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის კარგი პრაქტიკა გვაქვს, მათ შორის CENN-თან ერთობლივი მუშაობის გამოცდილებაც სხვადასხვა პროექტების სახით. მისასალმებელია, რომ ,,სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების პროექტი“ ჩვენს მუნიციპალიტეტში კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს სამოქალაქო საზოგადოებასა და ადგილობრივ თვითმმართველობას შორის მჭიდრო თანამშრომლობას. ბოლნისის მუნიციპალიტეტს ნათლად აქვს გააზრებული მისი სოციალური პასუხისმგებლობა. სოციალური პროგრამებისთვის ჩვენი ბიუჯეტის მნიშვნელოვანი ნაწილი იხარჯება, რომელიც საზოგადოების თითქმის ყველა ფენაზეა გათვლილი. მიუხედავად ამისა, სასიხარულოა ის ფაქტი, რომ მემორანდუმის ფარგლებში დაგეგმილია სოციალური სერვისების გაუმჯობესება, ასევე წყალმომარაგებასა და ჯანდაცვის სერვისებზე მოქალაქეთა წვდომის გაზრდა. ბოლნისის მუნიციპალიტეტის უმთავრესი პრიორიტეტი, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, თითოეული მოქალაქის უფლებების დაცვა და მათი შესაძლებლობების რეალიზებაა“,- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.