პარასკევი, ოქტომბერი 11, 2024
spot_img

CENN-მა პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების პროექტი დაიწყო

ევროკავშირის მხარდაჭერით, ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებისა და ფორმირების მიზნით, CENN-მა, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების პროექტი დაიწყო.ევროკავშირის მხარდაჭერით, CENN-მა, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად – კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC), ქვემო ქართლის მედია (KKM), First European (FE) – ოთხწლიანი ახალი პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება ინკლუზიური და მწვანე ზრდისთვის“ ფარგლებში, დაინტერესებულ მხარეთა შეხვედრა ჩაატარა.პროექტის პრეზენტაციას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი დოხტურიშვილთან და გარდაბნის, დმანისის,თეთრიწყაროს,მარნეულისა და წალკის მუნიციპალიტეტების მერებთან ერთად დაესწრო.პროექტი 4 წლის განმავლობაში ქვემო ქართლის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონების რვა მუნიციპალიტეტში იმუშავებს და უზრუნველყოფს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ჩართულობას სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობის ხარისხის გასაუმჯობესებლად და მათი შესაძლებლობების განსავითარებლად.ღონისძიების ფარგლებში, სამიზნე მუნიციპალიტეტების მერებთან ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გაფორმდა.,,მოხარული ვარ, რომ ბოლნისის მერიასა და კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელთან ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გავაფორმეთ. ძლიერი არასამთავრობო ორგანიზაციები და სამოქალაქო სექტორი ჩვენი ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გარანტია. ეს ჩვენს მუნიციპალიტეტს ნათლად აქვს გაცნობიერებული. ჩვენ ადგილობრივ და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის კარგი პრაქტიკა გვაქვს, მათ შორის CENN-თან ერთობლივი მუშაობის გამოცდილებაც სხვადასხვა პროექტების სახით. მისასალმებელია, რომ ,,სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების პროექტი“ ჩვენს მუნიციპალიტეტში კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს სამოქალაქო საზოგადოებასა და ადგილობრივ თვითმმართველობას შორის მჭიდრო თანამშრომლობას. ბოლნისის მუნიციპალიტეტს ნათლად აქვს გააზრებული მისი სოციალური პასუხისმგებლობა. სოციალური პროგრამებისთვის ჩვენი ბიუჯეტის მნიშვნელოვანი ნაწილი იხარჯება, რომელიც საზოგადოების თითქმის ყველა ფენაზეა გათვლილი. მიუხედავად ამისა, სასიხარულოა ის ფაქტი, რომ მემორანდუმის ფარგლებში დაგეგმილია სოციალური სერვისების გაუმჯობესება, ასევე წყალმომარაგებასა და ჯანდაცვის სერვისებზე მოქალაქეთა წვდომის გაზრდა. ბოლნისის მუნიციპალიტეტის უმთავრესი პრიორიტეტი, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, თითოეული მოქალაქის უფლებების დაცვა და მათი შესაძლებლობების რეალიზებაა“,- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

მსგავსი სტატიები
- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები