პარასკევი, თებერვალი 7, 2025
spot_img
HomeTV9 მაისი-ფაშიზმზე გამარჯვებიდან 78 წელი გავიდა

9 მაისი-ფაშიზმზე გამარჯვებიდან 78 წელი გავიდა

9 მაისს,  ფაშიზმზე გამარჯვების 78 ე წლისთავთან დაკავშირებით ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა, პირველ მოადგილესთან ბუბა გობეჯიშვილთან ერთად,  შინ მოუსვლელთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო. 

ბოლნისის მუნიციპალიტეტში მეორე მსოფლიო ომის მონაწილე მხოლოდ ერთი ვეტერანია, რომელსაც მერიამ პირად ანგარიშზე,  ფულადი დახმარება 500 ლარი ჩაურიცხა.  საქართველოს მთავრობის განკარგულებით კი, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს 1 000 , ხოლო ამ ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებს, ერთჯერადად, 500 ლარი ჩაერიცხებათ.

აღსანიშნავია, რომ მეორე მსოფლიო ომში საქართველოდან 700 000 ადამიანი წავიდა, აქედან ნახევარი, უკან არ დაბრუნებულა. 1945 წლის 8 მაისს, გერმანიის მიერ კაპიტულაციის გამოცხადების შემდეგ, მეორე მსოფლიო ომი დასრულდა, 9 მაისი კი ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა.

მსგავსი სტატიები

დაწერე კომენტარი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები