ხუთშაბათი, აპრილი 24, 2025
spot_img
Homeგანათლება2023-2024 წლების საგანმანათლებლო STEM კონკურსის ყველა ეტაპი ბოლნისის მე-5-ე საჯარო სკოლამ წარმატებით...

2023-2024 წლების საგანმანათლებლო STEM კონკურსის ყველა ეტაპი ბოლნისის მე-5-ე საჯარო სკოლამ წარმატებით გაიარა

ინოვატორთა ასოციაციისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის მიერ ორგანიზებულ საგანმანათლებლო STEM პროექტების კონკურსში, ბოლნისის მე-5-ე საჯარო სკოლაც ჩაერთო. პროექტის ფარგლებში STEM  კლუბის წევრებს წარდგენილი ჰქონდათ სათბურის მოდელი, სადაც ყურადღება ექცეოდა მის გარე განათებას, ასევე სათბურში ენერგო ეფექტური წვეთოვანი მორწყვის სისტემას, რომელიც კვების ელემენტით იკვებება.

აღნიშნული პროექტი რამდენიმე საგანს აერთიანებს მათ შორის ბიოლოგიას (ფოტოსინთეზის და მეცნიერების ზრდის შესწავლა). ფიზიკას (მოწყობილობის მუშაობის პრინციპები), ტექნოლოგიას (პროცესის ავტომატიზაცია) და ეკოლოგიას (რესურსების მდგრადი გამოყენება, მცენარეებზე ზრუნვა და გარემო).

აღნიშნული საგანმანათლებლო  პროექტის მთავარი მიზანია არა მხოლოდ სათბურის სამუშაო მოდელის შექმნა ავტორიზაციისა და სარწყავი მოწყობილობებით, არამედ მოსწავლეების უნარების, გაგებისა და ინტერესის განვითარება STEM და გარემოსდაცვითი სფეროების მიმართ, რაც შესაძლოა მნიშვნელოვანი იყოს მათი მომავალი განათლებისა და პროფესიული განვითარებისთვის.

ნინო ჯოხაძე,  მასწავლებელი, STEM კლუბის მენტორი:

-პროექტზე მუშაობა 4 თვე დაგვჭირდა. რა თქმა უნდა გასათვალისწინებელი იყო ყველა დეტალი, აუცილებლად უნდა დაგვეცვა ყველა მოცემული პირობა იმისთვის, რომ კონკურსის მოთხოვნა დაგვეკმაყოფილებინა. ბავშვებით ძალიან კმაყოფილი ვარ, მაქსიმალურს აკეთებდნენ იმისთვის, რომ სრულფასოვანი სათბურის მოდელი წარმოგვედგინა.  ჩვენი კლუბის წევრებმა მიიღეს დიდი გამოცდილება. პროექტის ფარგლებში მიწვეულები ვიყავით საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, პროფესორ დავით სონღულაშვილის მოდელირებისა და კონსტრუირების ცენტრში და STEM ლაბორატორიაში, სადაც თავად პროფესორმა დავით სონღულაშვილმა გაგვაცნო ძალიან საინტერესო STEM პროექტები და მათი შექმნის პრინციპები. ასევე კლუბის წევრებმა მონაწილეობა მიიღეს სახალისო ვირტუალურ-რეალურ ლაბორატორიულ ექსპერიმენტებში.

სკოლის დირექტორმა, მადონა ლომსაძემ, მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ჩვენი გუნდის კონკურსში მონაწილეობის მომზადებაში და მხარდაჭერაში. მისი მონდომება და თანადგომა მნიშვნელოვანი სტიმული იყო ბავშვებისთვის და დაეხმარა მათ გამორჩეული შედეგების მიღწევაში. გმადლობთ, ქალბატონო მადონა, ლიდერობისთვის და ჩვენი მოსწავლეებისადმი რწმენისთვის.

მსგავსი სტატიები

დაწერე კომენტარი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები