2023 წლის 1 იანვრიდან, ცხოველის საკვებთან დაკავშირებული ახალი დადგენილებები ამოქმედდა.

0
95

საკანონმდებლო ცვლილებების გაცნობის მიზნით, სურსათის ეროვნულ სააგენტოში ცხოველის საკვების მწარმოებლებთან, იმპორტიორებსა და სავაჭრო ობიექტების წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. 2023 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა დადგენილებები, რომელიც განსაზღვრავს ცხოველის საკვების გამოყენებისა და ბაზარზე განთავსების (დადგენილება N58), სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმების მიკვლევადობისა და ეტიკეტირების (საქართველოს კანონი სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტირების შესახებ), აგრეთვე გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისაგან წარმოებული სურსათის/ცხოველის საკვების მიკვლევადობის (დადგენილება N548) წესს.

საინფორმაციო შეხვედრაზე სააგენტოს ვეტერინარებმა ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს განუმარტეს ის ვალდებულებები, რაც მათ აღნიშნული დადგენილებების შესაბამისად ეკისრებათ; გარდა ამისა, მოისმინეს ბიზნესის პოზიცია იმპლემენტაციის პროცესში მათი საჭიროებებისა და გამოწვევების შესახებ.

საკანონმდებლო ცვლილებები ევრორეგულაციის შესაბამისად მომზადდა.

წინა სტატიაUNDP პროგრამის „დეცენტრალიზაციის და კარგი მმართველობის ხელშეწყობა ადგილობრივ დონეზე საქართველოში“ პროექტის ფარგლებში, სამუშაო შეხვედრა გაიმართა
შემდეგი სტატიაბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა 2022 წლის ანგარიში წარადგინა

პასუხი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანე შენი სახელი აქ