ოთხშაბათი, დეკემბერი 11, 2024
spot_img

2023 წლის ბიუჯეტის პროექტით იზრდება პენსია და სხვადასხვა სოციალური დახმარებების ოდენობა

ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, სოციალური დაცვის პროგრამების დაფინანსება 2021 წელთან შედარებით, გაზრდილია 640 მილიონი ლარით და 5 მილიარდ 340 მილიონ ლარს შეადგენს, მათ შორის:

პენსიები და კომპენსაციები – 3 მილიარდ 150 მილიონ ლარზე მეტი;

მიზნობრივი სოციალური ჯგუფების დახმარებები – 1 მილიარდ 150 მილიონ ლარზე მეტი;

მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრებთა დახმარებები – 85 მილიონი ლარი;

ბავშვზე ზრუნვისა და სოციალური რეაბილიტაციის პროგრამები – 70 მილიონ ლარამდე;

დასაქმების ხელშეწყობა – 80 მილიონ ლარზე მეტი;

საპენსიო სქემის თანადაფინანსება – 310 მილიონი ლარი;

მუნიციპალიტეტების სოციალური პროგრამები – 290 მილიონი ლარი.

გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში გათვალისწინებულია:

70 წლის და მეტი ასაკის პირთა პენსიის ზრდა 65 ლარით, რისი გათვალისწინებითაც:

მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრებთა პენსია, კანონით განსაზღვრული საპენსიო დანამატის ჩათვლით, იქნება 438 ლარი;

დანარჩენი პენსიონერებისთვის – 365 ლარი;

70 წლამდე პირთა პენსია იზრდება 35 ლარით, რისი გათვალისწინებითაც:

მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრებთა პენსია, ზემოაღნიშნული დანამატის ჩათვლით, იქნება 354 ლარი;

დანარჩენი პენსიონერებისთვის – 295 ლარი;

მკვეთრად გამოხატული და 18 წლამდე შშმ პირთა დახმარება იზრდება 65 ლარით;

 სხვა კატეგორიის შშმ პირთა დახმარების ზრდა 35 ლარით.

გარდა ზემოაღნიშნულისა, სოციალური კუთხით აღსანიშნავია, რომ იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისთვის იწყება 7 ათას ბინაზე გათვლილი საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობა, რისთვისაც 2023 წელს გამოყოფილია 230,0 მლნ ლარი.

მსგავსი სტატიები
- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები