ოთხშაბათი, დეკემბერი 11, 2024
spot_img

2 მარტს, ბოლნისში მომხდარმა ხანძარმა ორი ოჯახი დააზარალა

დღეს ქალაქ ბოლნისში,  ჭავჭავაძის ქუჩაზე მომხდარმა ხანძარმა, ორი ოჯახი დააზარალა. ერთი სახურავის ქვეშ მყოფი ჩხეტიანებისა და მეტივიშვილების საცხოვრებელი დაიწვა. როგორც დაზარალებულები გვიყვებიან, შუა ღამისას ხმაურზე გაიღვიძეს, გარეთ გასულები კი მძიმე მდგომარეობის მომსწრენი გახდნენ, მათ მხოლოდ  მრავალშვილიანი ოჯახის გაღვიძება მოახერხეს. 13 ადამიანი სიკვდილს გადაურჩა. როგორც ისინი ვარაუდობენ, ხანძარი ელექტოენერგიის გაყვანილობამ გამოიწვია. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო ჯგუფი და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა. თუმცა ხანძარი იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ ვერ  მოხერხდა საყოფაცხოვრებო ნივთების გადარჩენა. ადგილზე მუშაობენ შინაგან საქმეთა სამინისტროს, ბოლნისის  სამმართველოს წარმომადგენლები და ექსპერტ-კრიმინალისტები.

მომხდარ ფაქტს,  ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიისგან, მყისიერი რეაგირება მოჰყვა. აქ უკვე მუშაობს ზარალის შემსწავლელი მუდმივმოქმედი კომისია და დამოუკიდებელი აუდიტი. სპეციალური პროგრამის ფარგლებში, დაზარალებულ ოჯახები, ადგილობრივი ბიუჯეტიდან, მატერიალურ დახმარებას უახლოეს მომავალში მიიღებენ. მანამდე კი  მათ, მეზობლები და ნათესავები შეიფარებენ.

მსგავსი სტატიები
- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები