16 დღიანი კამპანია ფილმის ჩვენებით დასრულდა

0
189

ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ კამპანიის ფარგლებში,  ახალგაზრდული იდეის აქტივისტებმა,  მერიის მხარდაჭერით, ბოლნისის კინოთეტრში, რეალურ ისტორიაზე დაფუძნებული ფილმი ,,სორაიას ჩაქოლვა“ აჩვენეს. ახალგაზრდებმა ასევე,  გამოაცხადეს პოსტერების კონკურსი, სადაც  გამოვლინდნენ გამარჯვებულები, რომლებსაც სიმბოლური საჩუქრები ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიამ გადასცა.  შეგახსენებთ, რომ 1991 წლიდან დღემდე, მსოფლიოს 172 ქვეყნიდან, გაეროს ფონდის 16- დღიან კამპანიაში, 4000-მდე არასამთავრობო ორგანიზაციაა ჩართული, რომელიც გენდერული ძალადობის წინააღმდეგაა მიმართული. ბოლო წლების კვლევების  მონაცემებით კი,  საქართველოში, ყოველ მეთერთმეტე ქალი ძალადობის მსხვერპლია.

 კამპანია  25 ნოემბერს, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს დაიწყო  და 10 დეკემბერს, ადამიანთან უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს, დასრულდა.

წინა სტატიაგოგი მეშველიანი: მჯერა, რომ დმანისისთვის შემდეგი 4 წელი წარმატებული იქნება
შემდეგი სტატიაბოლნისში საბა დადვანის სახელობის ტურნირი მიმდინარეობს