1 დეკემბრიდან მწვანე პასპორტი ამოქმედდება

0
177
პირველი დეკემბრიდან ე.წ. მწვანე პასპორტი ამოქმედდება. პირს მწვანე სტატუსი აქვს, თუ იგი ვაქცინირებულია ორჯერ, ჩატარებული აქვს 72-საათიანი „პისიარ“-ტესტი, 24-საათიანი ანტიგენ-ტესტი, ან გადატანილი აქვს კორონავირუსი.
მწვანე პასპორტის მოთხოვნა იმოქმედებს 18 წლის ასაკის ზემოთ მოქალაქეებისთვის, ასევე – ტურისტებისთვის.
მოქალაქეები მხოლოდ და მხოლოდ მწვანე პასპორტის პრინციპით შეძლებენ შესვლას სხვადასხვა ობიექტში. ეს არის: კვების ობიექტები, რესტორნები, კაფეების და ბარების ღია და დახურულ სივრცეები, კინოთეატრები, თეატრები, ოპერა, მუზეუმები, საკონცერტო დარბაზები, გასართობი ცენტრები, სამორინეები და სათამაშო ბიზნესის ობიექტები, სპა-ცენტრები, ფიტნეს-დარბაზები, სასტუმროები და ასევე სამთო კურორტების – საბაგირო გზები. მოთხოვნა გავრცელდება მხოლოდ ობიექტების სტუმრებზე და არა იქ მომუშავე ადამიანებზე.
წინა სტატიარა შემთხვევაში გაიცემა 200 ლარიანი საპენსიო დანამატი
შემდეგი სტატიასოფელ გეტაში რიტუალების სახლის კეთილმოწოყობა და მინი სტადიონის პროექტირება იგეგმება