ჯანმოს განცხადება „ომიკრონის“ შესახებ

0
84

კორონავირუსის „ომიკრონ“ შტამით ხელახალი დაინფიცირების ალბათობა, შესაძლოა, იყოს მაღალი, სხვა ვარიანტებთან შედარებით.

ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინციდენტების მართვის სპეციალისტმა აბდი მაჰმუდმა პრესკონფერენციაზე გნაცხადა.

„ჩვენ მრავალ მონაცემებს ვღებულობთ. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ვხედავთ, რომ ხელმეორედ დაინფიცირების შემთხვევები მაღალი სიხშირისაა“, – აღნიშნა ექსპერტმა.

მისი თქმით, შესაძლოა, სხვა ქვეყნებში ვითარება სხვაგვარად განვითარდეს.

„თუმცა, წინასწარი მონაცემები მოწმობს, რომ „ომიკრონ“ ვარიანტით ხელმეორე დაინფიცირება მეტად შესაძლებელია, ვიდრე სხვა ვარიანტებით, მათ შორის დელტა ვარიანტით“, – განაცხადა აბდი მუჰამედმა.

წინა სტატიარუბრიკა „პანდემიის თაობა“ კიდევ ერთ მიზანდასახულ და წარმატებულ გოგონას გაგაცნობთ
შემდეგი სტატიასაქართველოს საელჩო პოლონეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ ინფორმაციას ავრცელებს