სოფელ რატევანში დასუფთავების აქცია მოეწყო, მდინარე მაშავერას სანაპირო სტიქიური ნარჩენებისგან გაიწმინდა. დასუფთავების კამპანია წყლის რესურსების საერთაშორისო დღის ფარგლებში მოეწყო, რომელშიც მუნიციპალიტეტის მერი, პირველ მოადგილესთან და მერიის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად ჩაერთო, მათ კომუნალური მეურნეობის თანამშრომლების დახმარებით ტერიტორია ნარჩენებისგან დაასუფთავეს. მსგავსი ღონისძიებების მიზანს საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება და სუფთა გარემოს შენარჩუნება წარმოადგენს, აღსანიშნავია, რომ მერიის ორგანიზებით დასუფთავების აქციები სისტემატურად იმართება და ნარჩენებისგან სხვადასხვა ლოკაციები იწმინდება.
წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე 1993 წლიდან გაეროს გენერალური ანსამბლეის გადაწყვეტილებით დაარსდა, რომელიც მოსახლეობას შეახსენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია წყლის რაციონალურად და ეკონომიურად გამოყენება რა მნიშვნელობა ენიჭება ბუნებრივი რესურსების მოფრთხილებას და დაცვას.