წალკის მუნიციპალიტეტში გაზიფიცირების სამუშაოები მიმდინარეობს

0
90
წალკის მუნიციპალიტეტში გაზიფიცირებისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოები 10 დასახლებულ პუნქტში მიმდინარეობს :
დაშბაში
კოხტა
ბეშთაშენი
სამადლო
ახალშენი
იმერა
ბარეთი
არჯევან-სარვანი
საბეჭისი
თეჯისი
პროექტის ფარგლებში, ჯამურად აშენდება 93 918 გრძივი მეტრი გაზსადენი და 2 092 აბონენტი შეძლებს ისარგებლოს ბუნებრივი გაზით. პროექტის სავარაუდო ღირებულება შეადგენს 4 385 667 ლარს.
გაზიფიცირების სამწლიანი გეგმის ფარგლებში, წალკის მუნიციპალიტეტში სულ გაზიფიცირდება 22 დასახლებული პუნქტი, რომელიც 5 963 ადგილობრივ მოსახლეს საშუალებას მისცემს ჩაერთოს ბუნებრივი გაზის საერთო ქსელში.
მთავრობის განკარგულების საფუძველზე, გაზიფიცირებისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოებს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია, აწარმოებს.
წინა სტატიადმანისში, ღია ცის ქვეშ, სახალხო ქორეოგრაფიული ანსამბლ „მართვეს“  სოლო კონცერტი გაიმართა
შემდეგი სტატიაკამპანია – „ავიცრათ ერთმანეთისთვის“ სოფელ ნახიდურსა და ტალავერში განხორციელდა