ოთხშაბათი, მარტი 26, 2025
spot_img
Homeსაზოგადოება,,ჩვენი მიზანია, ბოლნისის მუნიციპალიტეტის თითოეულ სოფელში მოწესრიგებული საგზაო ინფრასტრუქტურა"-დავით შერაზადიშვილი

,,ჩვენი მიზანია, ბოლნისის მუნიციპალიტეტის თითოეულ სოფელში მოწესრიგებული საგზაო ინფრასტრუქტურა”-დავით შერაზადიშვილი

,,ჩვენი მიზანია, ბოლნისის მუნიციპალიტეტის თითოეულ სოფელში მოწესრიგებული საგზაო ინფრასტრუქტურა შევქმნათ, ამ კუთხით არაერთი პროექტი უკვე განვახორციელეთ და ამ სწრაფ ტემპს ჩვენ აუცილებლად შევინარჩუნებთ,”აცხადებს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი. სოფელ ქვემო ბოლნისში, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით, 1500 გრძივი მეტრის ბეტონის გზის მოწყობის სამუშაოების მეორე ეტაპი განხორციელდა. პროექტის ფარგლებში, ასევე 700 გრძივ მეტრზე სანიაღვრეებიც მოეწყო. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროს კონსტანტინე კორძაძესთან ერთად, სოფელ ქვემო ბოლნისშიი დასრულებული სამუშაოები მოინახულა.

მსგავსი სტატიები
- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები