ყოველი კვირის ოთხშაბათს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი მოქალაქეების მიღებას განაახლებს

0
251

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი ტრადიციულად ყოველი კვირის ოთხშაბათს მოქალაქეებს კვლავ მიიღებს. „მოქალაქეებთან აქტიური ურთიერთობა, მათი საჭიროებების პირადად მოსმენა, უმნიშვნელოვანესია. კოვიდრეგულაციებიდან გამომდინარე, მოქალაქეთა მიღება დროებით შეიზღუდა, თუმცა, მომავალი კვირიდან, მათთან პირადად შეხვედრის შესაძლოებლობა, კვლავ მექნება. მოქალაქეებთან კომუნიკაცია გვეხმარება დროულად განვსაზღვროთ პრიორიტეტები და მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე, სხვადასხვა პროექტი დავგეგმოთ და განვახორციელოთ“, – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა. საკონტაქტო პირი – გიორგი ავქოფაშვილი?599 859 861ელექტრონული ფოსტა: bolnisimunicipality@bolnisi.gov.ge

წინა სტატიაკორონავირუსის ვაქცინაციის წახალისების 200-ლარიანი პროგრამა 2022 წლის იანვარშიც გრძელდება
შემდეგი სტატიაბოლნისის მუნიციპალიტეტში მოხალისე მოზარდებისთვის ახალი პროექტი იწყება