ღვინის XII საერთაშორისო ფესტივალზე ბოლნისური ღვინოები იქნება წარმოდგენილი

0
105
WinExpo Georgia 2021-ის ფარგლებში, ღვინის მე-12 საერთაშორისო კონკურსი ჩატარდება, სადაც  ბოლნისიდან 26 საოჯახო მარნის 36 ღვინო იქნება წარმოდგენილი.
ჟიური – ღვინის მაგისტრ ტიმ ატკინის თავმჯდომარეობით, ოქროსა და ვერცხლის მედალოსან ღვინოებს რამდენიმე კატეგორიაში გამოავლენენ. კონკურსში გამარჯვებულთა ვინაობა 30 ოქტომბერს დაჯილდოვებაზე გახდება ცნობილი.
ღონისძიებაზე დაცული იქნება დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ განსაზღვრული წესები COVID-19 ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ.
წინა სტატიასაქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3965 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
შემდეგი სტატიაარემჯის მხარდაჭერით WinExpo Georgia 2021-ზე  ბოლნისელმა მეღვინეებმა საკუთარი ღვინოები წარადგინეს