შაბათი, ოქტომბერი 12, 2024
spot_img

  ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,სიონი’’68 წლისაა

ქორეოგრაფიულ ანსამბლ ,,სიონს’’ 68 წელი შეუსრულდა. საიუბილეო ღონისძიება კულტურის სახლში, ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ნომრებით გაიმართა. მოცეკვავეებმა, ქართული სულითა და გენით გაჯერებული ნომრებით, სხვადასხვა კუთხის ტრადიციები და კულტურა წარმოადგინეს, მრავალხმიანი ჟღერადობით ახალ თაობას ანსამბლი ,,სიონი’’ ალამაზებდა.

საიუბილეო ღონისძიება დაახლოებით ერთი საათი გაგრძელდა.  ქორეოგრაფიული ანსამბლის მოღვაწეობის  ისტორია გაიხსენეს და მისი დამფუძნებელი, მერაბ ტოგონიძე, დიდი პატივითა და სიყვარულით მოიგონეს.  ღონისძიებას, მოწვეულ სტუმრებთან ერთად, ქორეოგრაფიული აკადემიის პრეზიდენტი ალეკო ქართველიშვილი და ვიცე პრეზიდენტი რობერტ ქორჩილავა ესწრებოდნენ.

 ანსამბლი 1954 წელს  მერაბ ტოგონიძის ხელმძღვანელობით დაარსდა და არაერთი თაობა აღზარდა,  სიონში  ცეკვავდენენ შოთა ჩაკვეტაძე,ზაურ ხუჯაძე და სხვა გამოჩენილი ადამიანები. ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა დღემდე არაერთი საერთაშორისო ჯილდო და პრიზი მიიღო. 2019 წელს სანიმუშო საბავშო სახალხო ანსამბლის წოდება მიენიჭა, ქორეოგრაფი ბესიკ ტოგონიძე კი ბრწყინვალების ორდენით დაჯილდოვდა.

მსგავსი სტატიები

დაწერე კომენტარი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები