ქვემო ქართლის რეგიონში, რიგით მეოთხე იუსტიციის სახლი, გარდაბნის მუნიციპალიტეტში გაიხსნა – დღეიდან, სახელმწიფო და კერძო სექტორის 450 სერვისით სარგებლობა უკვე გარდაბნის მცხოვრებლებსაც შეეძლებათ.ღონისძიებაზე, საქართველოს პრემიერ-მიინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე, პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, შოთა რეხვიაშვილი, მუნიციპალიტეტის მერი, რამაზ ბუდაღაშვილი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები იმყოფებოდნენ.გარდაბნის იუსტიციის სახლმა მოძველებული, საბჭოთა პერიოდის ინფრასტრუქტურა ახალი, თანამედროვე ევროპული შენობით ჩაანაცვლა. მასში, მომსახურების სივრცეებთან ერთად, ქორწინების დარბაზიცაა განთავსებული. ადგილზე 18 პირი დასაქმდა, ახალ შენობაში გააგრძელებენ მუშაობას სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ-ების თანამშრომლებიც, რომლებსაც საქმიანობა მოძველებულ ოფისებში უწევდათ.იუსტიციის სახლი იუსტიციის სამინისტროს სერვისების სრულიად ახალი კონცეფციის მქონე საჯარო დაწესებულებაა, სადაც სახელმწიფო თუ კერძო სექტორის სერვისები სისტემურად არის თავმოყრილი. კომფორტული გარემო და მაღალკვალიფიციური პერსონალი მომხმარებლის თავაზიან, სწრაფ და ხარისხიან მომსახურებას უზრუნველყოფს.არსებულ სერვისებს უახლოეს პერიოდში კიდევ ერთი ინოვაციური პროექტი ე.წ. „მობილური იუსტიციის სახლები“ დაემატება. სპეციალურად აღჭურვილი ავტოტრანსპორტის და მობილური პერსონალის დახმარებით იუსტიციის სახლის სერვისები ყველაზე შორეულ და მოწყვეტილ სოფლებშიც კი ხელმისაწვდომი გახდება.აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე, ქვემო ქართლის მხარეში, 4 იუსტიციის სახლი და 10 საზოგადოებრივი ცენტრი ფუნქციონირებს.