სამშაბათი, დეკემბერი 10, 2024
spot_img

ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბოლნისში მორიგი შეხვედრა გაიმართა

ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში, დღეს ქალთა საინფორმაციო ცენტრმა ბოლნისის მუნიციპალიტეტში ტრენინგი ჩაატარა თემაზე „იყავი მის ადგილას“, სადაც სპეციალურად შემუშავებული ფორმატის საშუალებით, დამსწრე საზოგადოებამ ძალადობა გამოვლილი ქალებისა და გოგონების ცხოვრების გზა გაიარა, რის შემდეგაც მოხდა  თითოეული  ისტორიის განხილვა  და  გამოსავლის გზებზე მსჯელობა.  შეხვედრას  მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები, საჯარო მოხელეები და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ძალადობის წინააღმდეგ დაგეგმილი ტრენინგი „იყავი მის ადგილას“ გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით ხორციელდება და მიზანია, იმ მავნე სტერეოტიპების, სოციალური ნორმების და დამოკიდებულების ცვლილებები, რომელიც ხშირად ქალთა მიმართ ძალადობის გამომწვევია, ან ამართლებს ასეთ ქცევას.

მსგავსი სტატიები
- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები