პარასკევი, თებერვალი 7, 2025
spot_img
Homeსაზოგადოებაქალაქ ბოლნისში შიდა  ქუჩების კეთილმოწყობის სამუშაოები გრძელდება

ქალაქ ბოლნისში შიდა  ქუჩების კეთილმოწყობის სამუშაოები გრძელდება

ბოლნისის მუნიციპალიტეტში შიდა საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. სიონის ქუჩაზე ადგილობრივი ბაზალტით ქვაფენილის მოწყობის სამუშაოების დასკვნითი ეტაპი ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ ბუბა გობეჯიშვილმა, ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან კონსტანტინე კორძაძესთან ერთად მოინახულა.

სიონის ქუჩაზე სამუშაოები რამდენიმე ეტაპად განხორციელდა, რომელიც მიმდინარე წელს დასრულდება, დამონტაჟდება გარე განათებაც. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება, რომლის დასრულების შემდეგ ბოლნისს კიდევ ერთი  კეთილმოწყობილი ქუჩა შეემატება.

მსგავსი სტატიები

დაწერე კომენტარი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები