ქალაქ ბოლნისში მდებარე მერაბ კოსტავას სახელობის ქუჩა კონკურსში „სუფთა რეგიონი 2021“ ყველაზე სუფთა, ლამაზ ქუჩად დასახელდა

0
161

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს ორგანიზებით გამოცხადებულ კონკურში „სუფთა რეგიონი 2021“ ბოლნისის მუნიციპალიტეტი ერთ-ერთ გამარჯვებულად დასახელდა.

ნომინაციაში „სუფთა, ლამაზი ქუჩა“ გამარჯვება ქალაქ ბოლნისში მდებარე მერაბ კოსტავას სახელობის ქუჩამ მოიპოვა.

სპეციალური ჯილდო ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერს დავით შერაზადიშვილს თბილისის საკრებულოს შენობაში გამართულ დაჯილდოების ცერემონიალზე გადაეცა.

„მოხარული ვარ, რომ ყოფილი კატერინენფელდის ცენტრალურ ნაწილში მდებარე მერაბ კოსტავას სახელობის ისტორიული ქუჩა კონკურში „სუფთა რეგიონი 2021“ ყველაზე სუფთა, ლამაზ ქუჩად დასახელდა. ამ ჯილდოსთვის მსურს, კონკურსის ორგანიზატორებს დიდი მადლობა გადავუხადო. ადგილობრივი თვითმმართველობა ცდილობს ქალაქ ბოლნისში მოწესრიგებული, სუფთა გარემო შექმნას და ქალაქის იერსახეზე იზრუნოს, ამ მიმართულებით კი ჩვენ მუნიციპალიტეტის მასშტაბით არაერთი მნიშვნელოვანი აქტივობა და ინფრატსრუქტურული პროექტი გვაქვს დაგეგმილი“, – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

წინა სტატიასახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, აგროქულები 40 ათასამდე ფერმერს უკვე დაერიცხა
შემდეგი სტატია,,შემოქმედს არ უნდა ჰქონდეს საზღვრები და ჩარჩოები“ – დემეტრე ბესალაშვილი