უწყვეტი სამუშაოების შედეგად, თოვლის საფარისგან გაიწმინდა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში სოფლებამდე მისასვლელი გზები

0
106

ინტენსიური, უწყვეტი სამუშაოების შედეგად თოვლის საფარისგან გაიწმინდა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში დიდთოვლობის გამო ჩაკეტილ სოფლებამდე მისასვლელი გზები. ამის შესახებ ინფორმაციას , საქართველოს პარლამენტში ბოლნისის,დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი გოგი მეშველიანი ავრცელებს.

„ დღეიდან საავტომობილო მოძრაობა აღდგა შემდეგ სოფლებში: ახალსოფელში, გოხნარში, მჟავისში, ზირბითში,კლდეისში, პალიანაში, ჯვრის ხევში, პატარა ნამტვრიანსა და ამლივში.კიდევ ერთხელ , მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, რომლებიც ამ დღეების მანძილზე თავდაუზოგავად შრომობდნენ რთული მეტეოროლოგიური პირობებისგან წარმოქმნილი პრობლემების აღმოსაფხვრელად,” წერს სოციალურ ქსელში გოგი მეშველიანი.

წინა სტატიაბოლნისში ანზორ მარგველანის ხსოვნისადმი მიძღვნილი საერთაშორისო ტურნირი მიმდინარეობს
შემდეგი სტატიაუკრაინელი ხალხის დახმარების მიზნით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილ შტაბში ჰუმანიტარული ტვირთი შეგროვდა