შაბათი, ოქტომბერი 5, 2024
spot_img

,,უცხო მიწა“ ბოლნისის კულტურის სახლის სცენაზე

ბოლნისის მუნიციპალურმა და ლიეტუვის როკიშკის სახალხო თეატრებმა, 5 ოქტომბერს, ერთობლივი პროექტის ფარგლებში, მაყურებლის წინაშე ,,უცხო მიწა“ წარმოადგინეს. სამენოვანი შესრულებით მსახიობებმა, საბჭოთა პერიოდის ,,სიკვდილის ბანაკებში“  მომხდარი, რეალური ისტორიული ფაქტები სცენაზე გააცოცხლეს და მაყურებელს 1937 წლის რეპრესირებული ქართული და ლიეტვური ოჯახების სევდიანი და ტრაგიკული სიყვარულის ისტორია წარმოუდგინეს.

სპექტაკლი ,,უცხო მიწა“ ბოლნისის კულტურის სახლის თეატრში გაიმართა, რომელზეც რეჟისორები ნერინგა დანიენე და ლევან ხვიჩია ოთხი დღე მუშაობდნენ. ერთობლივი ექსპერიმენტული სპექტაკლი მქუხარე აპლოდისმენტებით  დასრულდა, რის შემდეგაც,  სტუმარმა  რეჟისორმა, მსახიობებთან ერთად, ტექნიკური პერსონაჟიც  სიმბოლური საჩუქრებით დაასაჩუქრა.

მსგავსი სტატიები
- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები