20 თებერვალს, უკრაინაში მცხოვრები 4 მეგობარი, დაბადების დღის აღსანიშნავად, საქართველოში სათხილამურო კურორტზე ჩამოვიდა. 1 კვირით და 1 ზურგჩანთით ჩამოსული სტუმრები, საომარი მოქმედებების გამო, როგორც ათეულობით სხვა ტურისტი ჩვენს ქვეყანაში ჩარჩნენ. მათზე ზრუნვა კი, სახელმწიფომ, კერძო სექტორმა და მოსახლეობამ, საკუთარ თავზე აიღო. სოციალურ ქსელებში გაჩნდა განცხადებები, რომ შეიფარებდნენ ჩარჩენილ ტურისტებს. ბოლნისელმა გიორგი სამსიანმაც გადაწყვიტა დახმარებოდა მოქალაქეებს და სტუმრები საკუთარ სახლში ჩამოიყვანა.
ნინომ გადაწყვიტა და ფეისბუქგვერდზე დადო პოსტი, სადაც ყვებოდა უკრაინელი სტუმრების შესახებ. დაწერა, თუ როგორი დათრგუნულები იყვნენ და სურდათ დაბრუნება, თუმცა ფინანსურად მზაობა არ ჰქონდათ, ამიტომ მის პოსტს ნინომ, ანგარიშის ნომერიც დაურთო. სწორედ აქედან გახდა ყველასთვის ცნობილი „ბოლნისელი უკრაინლების“ შესახებ.
მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაში საომარი მოქმედებები გრძელდება, „ბოლნისელი“ უკრაინელები ეძებენ გზებს სამშობლოში დასაბრუნებლად, როგორც თავად გვიყვებიან, სულით და გულით იქ არიან და ყველაფერს იზამენ, რომ უკრაინის გამარჯვებაში საკუთარი წვლილი შეიტანონ. სამომავლოდ კი ფიქრობენ, გულთბილი წერილები და თანადგომის ისტორიები სამშობლოში ერთ წიგნად აკინძონ.