,,ვუთანაგრძნობ უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების ოჯახებს”- გოგი მეშველიანი

0
187

საქართველოს პარლამენტში ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი გოგი მეშველიანი უკრაინაში დაღუპული ბოლნისელი მებრძოლის გია ბერიაშვილის , ქართველი მეომრების: დავით რატიანის, ბახვა ჩიქობავას ოჯახებს და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს.

„ მწუხარებას გამოვთქვამ უკრაინაში დაღუპული ბოლნისელი მებრძოლის გია ბერიაშვილის გამო. დღითიდღე გვიახლოვდება რუსეთის მიერ უკრაინაში განხორციელებული არნახული აგრესია, რასაც უამრავი ადამიანის , მათ შორის ჩვენი მებრძოლების სიცოცხლე ეწირება. ვუთანაგრძნობ უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების : გია ბერიაშვილის, დავით რატიანისა და ბახვა ჩიქობავას ოჯახებსა და ახლობლებს. მათ საკუთარი სიცოცხლე გასწირეს, იბრძოდნენ და სწამდათ, რომ სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლიდნენ. დიდება გმირებს!“ – წერს გოგი მეშველიანი სოციალურ ქსელში.

წინა სტატია,,არის მომენტები, როცა სამყაროსგან განდგომა ყველაფერს გირჩევნია, მაგრამ ვიკრებთ ძალებს”- ნანა თვაური
შემდეგი სტატიაბოლნისის მუნიციპალიტეტში თოვლისგან გზების გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს