უკრაინაში დაღუპული მებრძოლები დავით რატიანი და გიორგი ბერიაშვილი გამთენიისას თბილისში ჩამოასვენეს. ომში გმირულად დაღუპულებს სახლში და შემდეგ ტაძრებში გადაასვენებენ. ცოცხალი ჯაჭვით, ოჯახის წევრებმა, მეგობრებმა და რიგითმა მოქალაქეებმა მეომრებს პატივი მიაგეს.
დავით რატიანი და გიორგი ბერიაშვილი უკრაინის ქალაქ ირპენში 18 მარტს გარდაიცვალნენ. ორი ყოფილი სპეცრაზმელი უკრაინაში საბრძოლველად მოხალისედ გაემგზავრა.
რუსეთ-უკრაინის ომში დაღუპული საქართველოს ორი მოქალაქის სამშობლოში გადმოსვენება სახელმწიფომ უზრუნველყო. მათ ოჯახებს საქართველოს პრეზოდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მიუსამძიმრა.