ბოლნისის კულტურისა და დასვენების პარკის მინი საფეხბურთო სტადიონზე, ახალგაზრდა ფეხბურთელის ლევან უგულავას ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი ფეხბურთში „უგას თასი“ დასრულდა. ფინალში ერთმანეთს ბოლნისის “ძველი სკოლა” და კაზრეთის “კაზრეთი” დაუპირისპირდნენ, დაძაბული შეხვედრის შემდეგ გამარჯვებული გუნდი “ძველი სკოლა” გახდა, რომელსაც გარდამავალი თასი გადაეცა. ასევე ფულადი პრიზებით, თასითა და სიგელებით დასაჩუქრდნენ საპრიზო ადგილზე გასული გუნდებიც , სპეციალურად შერჩეული პრიზები გადაეცათ სხვადასხვა ნომინაციაში გამოვლენილ ფეხბურთელებს.
ტურნირი, რომელიც ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას ემსახურება,მეხუთე წელია ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიისა და სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის მხარდაჭერით იმართება, რომელსაც ფინანსურად კომპანია არემჯი უზრუნველყოფს.
ტრადიციად დამკვიდრებული ,,უგას თასი’’ სამ ივლის დაიწყო, სადაც მოყვარული ფეხბურთელებისგან შემდგარი 8 გუნდი, ორ ქვეჯგუფად დაუპირისპირდა ერთმანეთს