ტურნირი „უგას თასი“ დაიწყო

0
123

4 ოქტომბერს ბოლნისის კულტურისა და დასვენების პარკის მინი საფეხბურთო სტადიონზე, ახალგაზრდა ფეხბურთელის ლევან უგულავას ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი ფეხბურთში „უგას თასი“ დაიწყო, სადაც 3 კვირის განმავლობაში, 8 გუნდი,  ორ ქვეჯგუფად ერთმანეთს დაუპირისპირდება. ტურნირი ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიისა და სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის მხარდაჭერით იმართება, რომელსაც ფინანსურად კომპანია „არემჯი“ უზრუნველყოფს.

ტურნირი მინი ფეხბურთში უკვე მეოთხე წელია იმართება, რომელიც ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას ემსახურება.

წინა სტატია„არემჯის“ აღმასრულებელ დირექტორს, თორნიკე ლიპარტიას სტუ-ის საიუბილეო სიმპოზიუმზე „ოქროს მედალი“ გადაეცა
შემდეგი სტატიასაყოველთაო ჯვრისწერაზე რეგისტრაცია იწყება