დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის დიდ დარბაზში ,,საქართველოს ოჯახის ექიმთა ასოციაციის’’ და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინიციატივით, პირველადი ჯანდაცვის წარმომადგენლებისთვის ტრენინგი გაიმართა თემაზე: კობოს პრევენციის აუცილებლობის შესახებ, რათა მაქსიმალურად მოხდეს მოსახლეობის დაცვა კიბოსგან გამოიწვეული ლეტალური შემთხვევისგან.
ტრენინგს პირველადი ჯანდაცვის წარმომადგებლები ეწსრებოდნენ როგორც ქალაქიდან, ასევე სოფლებიდან, სადაც მიიღეს ინფორმაცია, თუ როგორ უნდა გააქტიურდეს სახელმწიგო პროგრამის ფარგლებში არსებული სკრინინგ კვლევები. აღსანიშნავია, რომ ათეულ წელზე მეტია გარკვეული ასაკის მოსახლეობისტვის, ტარდება ძუძუს, საშვილოსნოს ყელისა და მსხვილი ნაწლავის კიბოს უფასო სკრინინგ კვლევები. შეგახსენებთ, რომ დროული დიაგნოსტიკა კიბოს დამარცხების საუკეთესო საშუალებაა.