ტრადიციულად ახალი წლის დადგომამდე რამდენიმე დღით ადრე, მოწყვლადი კატეგორიის ოჯახებს საახალწლო ნობათები ურიგდებათ. დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა, სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის უფროსთან იროდი უგრეხელიძესთან ერთად, მოწყვლადი კატეგორიის 162 ოჯახს საახალწლო ნობათები გადასცა და დამდეგი შობა ახალი წელი მიულოცა. ნობათები გადაეცათ ასევე ,,შინ მოვლის სერვისით“ მოსარგებლე მარტოხელა ხანდაზმულ ბენეფიციარებსაც. ნობათებში არსებული პროდუქტების: კვერცხი, ქათამი, ნამცხვარი, ზეთი, ლიმონათი, კარაქი და ტკბილეულის ჯამური ღირებულება 60 ლარს შეადგენს. შეგახსენებთ, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია მთელი წლის განმავლობაში უზრუნველყოფს ამ ოჯახების ყოველდღიურ კვებას