ხუთშაბათი, აპრილი 24, 2025
spot_img
HomeTVსტიქია ბოლნისში

სტიქია ბოლნისში

რამდენიმე დღიანი გადაუღებელი ნალექის შედეგად ადიდებულმა მდინარეებმა სასოფლო-სამეურნეო ფართობები, საცხოვრებელი სახლები, ხიდები და სოფლებთან დამაკავშირებელი გზები დააზიანა. წვიმის შედეგად მიყენებული ზიანი, დილიდან,  ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ილია ჯალაღანიამ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მოინახულა.

ბოლნისის მუნიციპალიტეტში მოსული უხვი ნალექის გამო, ადიდებულია მდინარეები, რამაც,ინფრასტრუქტურულ ობიექტებზეც  გარკვეული პრობლემები შექმნა,  დაზიანდა საავტომობილო და საცალფეხო ხიდები და ბოგირები, დაიტბორა საცხოვრებელი სახლები და შიდა გრუნტის გზა. ელექტრო ენერგია და ბუნებრივი აირის მიწოდება შეწყვეტილი აქვს რამდენიმე სოფელს.

  ბოლნისის მუნიციპალიტეტში შექმნილია მუდმივმოქმედი კომისია, რომელიც მოქალაქეების განცხადების საფუძველზე, ადგილზე შეისწავლის ვითარებას. სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის ოდენობა კი რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.

მსგავსი სტატიები

დაწერე კომენტარი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები