1993 წლის 27 სექტემბერი, საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ტრაგიკული დღეა.13 თვიანი ბრძოლა სოხუმის დაცემით დასრულდა. ომმა ათასობით ახალგაზრდის სიცოცხლე შეიწირა, უამრავი ადამიანი კი საკუთარ მიწა-წყალზე დევნილად აქცია.
29 წლის თავზე ბოლნისელებმა გმირები კიდევ ერთხელ გაიხსენეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს. საქართველოს ტერიტორიულო მთლიანობისთვის დაღუპულთა და უზგო-უკვლოდ დაკარგულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი, გვირგვინით მუნიციპალიტეტის მერმა, პირველ მოადგილესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად შეამკო.
ომში დაღუპული გმირების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი ბოლნისის ეპარქიის მთავარეპოსკოპოსმა მეუფე ეფრემმა გადაიხადა.
სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა და დაღუპულ მეომართა ოჯახებს ბოლნისის მუნიციპალიტეტისგან ერთჯერადი მატერიალური დახმარება 500 ლარის ოდენობით გაეწიათ.