დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამა სოფელ ფოლადაურის, სამწევრისისა და სოფელ ბოლნისის მოსახლეობასთან შეხვედრით დაიწყო. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი, ბუბა გობეჯიშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, მოსახლეობას შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა. პროგრამის ფარგლებში შეხვედრები 47 დასახლებულ პუნქტში განხორციელდება და 28 თებერვალს დასრულდება.
სუფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ბოლნისის მუნიციპალიტეტისთვის 714 000 ლარია გამოყოფილი. მოსახლეობა კრებებზე თანხმდება სოფლის საჭიროებებზე და ამ პროგრამის დახმარებით ხდება სამუშაოების შესყიდვა.