ორგანიზაციამ, „სამოქალაქო თანასწორობის პლატფორმა”, კულტურის ცენტრში „სოფლად მცხოვრები ახალგაზრდების პიროვნული განვითარებისა და ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა“ პროექტის პრეზენტაცია გამართა, რომელიც მიზანად ისახავს ბოლნისის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდებისათვის ფორმალური და არაფორმალური განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდით სათემო ცენტრების განვითარების ხელშეწყობას.
პროექტი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის 5 სათემო ცენტრში განხორციელდება, რომლის მსველობისას მოხდება ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა, მათთვის ისეთი კომპეტენციების გაღვივება, როგორიცაა – ანალიტიკური, დამოუკიდებლად სწავლის, შემოქმედებითობის, კრიტიკული აზროვნებისა და გარემოსდაცვითი კომპეტენციების შესწავლა.
პროექტის ფარგლებში, აბიტურიენტებისათვის შიქმნება საკონსულტაციო პროგრამები, მათ მიეწოდებათ ინფორმაცია სახელმწიფოს მხრიდან შეთავაზებულ უფასო ფაკულტეტებზე, პროგრამა 1+4 დადებით და უარყოფით მხარეებზე. მოხდება აბიტურიენტებისთვის ერთიანი ეროვნული გამოცდების რეგისტრაციის პროცესში დახმარება.
პროექტის განმავლობაში 5 სათემო ცენტრში 5 თვის განმავლობაში განხორციელდება არაფორმალური განათლების ხელშემწყობი ღონისძიებები – დისკუსიები, სემინარები, ტრენინგები,მოეწყობა ფილმის ჩვენება – განხილვა, გარემოსდაცვით აქციები, ინტეგრაციის ხელშემწყობი აქტივობები, ლიტერატურული ღონისძიებები, კულტურულ – შემეცნებითი და გასვლით ღონისძიებები. შეხვედრას საქართველოს პარლამენტში ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი დეპუტატი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი,ახალგაზრდობის სააგენტოს და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. პროექტი „სოფლად მცხოვრები ახალგაზრდების პიროვნული განვითარებისა და ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა“ ხორციელდება ახალგაზრდობის სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით.