ბოლნისის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოები მიმდინარეობს. ქვემო ქართლის ტურისტულ მარშრუტს ახალი ლოკაცია შეემატა. სოფელ ხატისოფელში წმინდა გიორგის სახელობის ტაძრამდე მისასვლელი გზა გაკეთდა. ინფრასტრუქტურული ობიექტი ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა, პირველ მოადგილესთან და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან ერთად, მოინახულა. სოფელში 1100 გრძივი მეტრი გზა გაკეთდა. სოფლის შესასვლელიდან ძველ სკოლამდე, ბეტონის საფარი დაიგო, ხოლო ტაძრამდე მისასვლელი გზა ადგილობრივი ბაზალტით მოიკირწყლა. სამუშაოები ,,რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა“ და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით შესრულდა.
პოპულარული სიახლეები
16 დღიანი კამპანია გენდერული ძალადობის წინააღმდეგ
გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიან კამპანიას ქართული ოცნების ბოლნისის ქალთა ორგანიზაციაც შეუერთდა და დღეს, მერიის წინ, მცირე პერფორმანსი გამართა.ნარინჯისფერი ბუშტებით, გულსაბნევებით,ბოლით, და ფლაერების დარიგებით, ...