სოფელ ქვემო ბოლნისში ბეტონის გზის მოწყობის სამუშაოების მეორე ეტაპი მიმდინარებს. 1500 გრძივ მეტრზე ბეტონის გზა, ხოლო 700 გრძივ მეტრზე სანიაღვრეები ეწყობა, სამუშაოების დასრულების შემდეგ სრულად მოწესრიგდება სოფლის ცენტრალური გზა, მომდევნო ეტაპზე კი შიდა გზების მოწესრიგება იგეგმება. ინფრასტრუქტურული პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი თვითმმართველობის თანადაფინანსებით ხორციელდება, რომლის ღირებულებაც 646,464 ლარს შეადგენს. სოფელში მიმდინარე სამუშაოებს დღეს მუნიციპალიტეტის მერი ადგილზე გაეცნო.
პოპულარული სიახლეები
მოხალისეობა ბუმერანგივითაა, როდესაც გავცემ სითბოს,სიყვარულს, ენერგიას, ცოდნას, ორი იმდენი მიბრუნდება
5 დეკემბერს, მსოფლიოში მოხალისეთა საერთაშორისო დღე აღინიშნება, რომელიც 1985 წელს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ დააარსა. ამ დღესთან დაკავშირებულ აქციებში სხვადასხვა ქვეყანაში მილიონობით მოხალისე მონაწილეობს. ისინი ჩართული არიან საერთაშორისო ინიციატივებში, კონფერენციებში, გამოფენებში და ა.შ.ადამიანთა უმრავლესობა მოხალისეობის სურვილს ეკოლოგიურ საკითხებთან დაკავშირებით იჩენს. სტატისტიკის მიხედვით, გარემოსდაცვით ღონისძიებებში ყოველწლიურად, ყველაზე მეტი მოხალისე იღებს მონაწილეობას.მოხალისეობა არის შესაძლებლობა, ყველანაირი ანაზღაურების გარეშე, სხვების დასახმარებლად გამოიყენო შენი დრო ადამიანებისთვის შენი დროის მცირედი ნაწილის დათმობასაც კი, შეუძლია მათი ცხოვრების გაუმჯობესება.. ჩვენ ყველას...