გზა, რომელიც ვანათის მოსახლეობას გადაადგილების პრობლემას უქმნიდა, რეაბილიტირებულია. სოფელში 1400 გრძივი მეტრი ბეტონის გზა გაკეთდა. სამუშაოები „რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა“ და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით შესრულდა. ობიექტი ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა პირველ მოადგილესთან და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან ერთად მოინახულა. სოფელში განხორციელებული ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის, ვანათის მოსახლეობამ დავით შერაზადიშვილს მადლობა გადაუხადა.
პოპულარული სიახლეები
ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანია გრძელდება
გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი გლობალური კამპანიის ფარგლებში ქალთა საინფორმაციო ცენტრმა შეხვედრა გამართა, რომელსაც საჯარო სამსახურების თანამშრომლები და ახალგაზრდული საბჭოს წევრები ესწრებოდნენ. შეხვედრის ფორმატში,...