ორშაბათი, აპრილი 15, 2024
spot_img

სოფელ დისველის ეკონომიკური გაძლიერების მიზნით ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

სოფელ დისველის ეკონომიკური გაძლიერების მიზნით, იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიას, რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაცია ,,საქრძეს“ და ადგილობრივ მაცხოვრებლებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა, იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს საქართველოს ოფისის წარმომადგენელმა მორი ჰიროიუკიმ, რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაცია ,,საქრძეს“ დირექტორმა კახაბერ კონიაშვილმა, დისველის ფერმერთა ჯგუფის წარმომადგენელმა გენადი ცეცხლაძემ და მერის წარმომადგენელმა სოფელ დისველში ზურაბ შაინიძემ მოაწერეს. ხელმოწერის ცერემონიას ესწრებოდნენ საპატიო სტუმრები იაპონიიდან. მემორანდუმზე ხელმომწერი მხარეები აცხადებენ მზაობას ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ დისველში რძის წარმოების გაუმჯობესების პროექტის მდგრადობას დაუჭირონ მხარი, რომელიც სოფელში 2022 წელს დაიწყო და მიზნად ისახავს იაპონური ცოდნის ადგილზე დანერგვის საშუალებით რძის ხარისხის გაუმჯობესებასა და რაოდენობის გაზრდას. მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიის შემდეგ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა იაპონელ სტუმრებს ძველი გერმანული უბანი დაათვალიერებინა და ქართულ-გერმანულ ღვინის სახლში ბოლნური ღვინო და ადგილობრივი ნაწარმი გააცნო.

მსგავსი სტატიები

დაწერე კომენტარი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები