სომეხი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის ღაზაროს აღაიანის დაბადებიდან 183-ე საიუბილეო ღონისძიება სოფელ ბოლნისში მისივე სახლ-მუზეუმის ეზოში გაიმართა. სოფელს, სადაც ღაზაროს აღაიანი დაიბადა, საპატიო სტუმრები ეწვივნენ და მწერლის ცხოვრება და შემოქმედება კიდევ ერთხელ გაიხსენეს. სტუმრებს შორის იყვნენ: საქართველოში სომხური დიასპორის, ინტელიგენციის, სათვისტომოს წარმომადგენლები, მწერლები, პოეტები და სახალხო მთქმელები. აღსანიშნავია, რომ წლევანდელი ღონისძიება გამოირჩეოდა ახალგაზრდების სიმრავლით როგორც ადგილობრივი მაცხოვრებლებით, ისე ჩამოსული სტუმრებით .საპატიო სტუმრებს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა უმასპინძლა.ღაზაროს აღაიანი პედაგოგიურ და ლიტერატურულ მოღვაწეობას საქართველოსა და სომხეთში ეწეოდა. ის ავტორია ლირიკული ლექსების, პოემების, საბავშვო ზღაპრების და რომანების.საიუბილეო ღონისძიებას ბოლნისის მუნიციპლიტეტი უკვე 20 წელზე მეტია აღინიშნავს.