სოფელ ბალიჭში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

0
80

სოფელ ბალიჭში შიდა გზის მოწყობის სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. 2350 გრძივ მეტრზე ასფალტის საფარი იგება.სამუშაო პროცესს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან, კონსტანტინე კორძაძესთან ერთად ადგილზე გაეცნო.

ინფრასტრუქტურული პროექტისთვის მილიონ ლარამდეა გამოყოფილი. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.

წინა სტატიაბოლნისში ადგილობრივი ბაზალტით გზების მოპირკეთება მიმდინარეობს
შემდეგი სტატიაშოთა რუსთაველისა და ფარნავაზ მეფის ქუჩებზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს