სოფელ არქევანში საგზაო ინფრასტრუქტურის მასშტაბური სამუშაოები ჩატარდა

0
139

 ბოლნისის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები გრძელდება. სამი სოფლის: ქვემო და ზემო არქევანისა და ხატავეთის დამაკავშირებელი საავტომობილო გზა სრულად რეაბილიტირდა. დასრულებული სამუშაოები ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელთან ერთად მოინახულა.

მოსახლეობას გზასთან დაკავშირებული პრობლემები აღარ შეაწუხებს. აქ მასშტაბური სამუშაოები ჩატარდა, 1700 გრძივ მეტრზე დაიგო ბეტონის გზა  და მოეწყო სანიაღვრეები.

სამუშაოები „რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა“ და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა.

წინა სტატიასამშობლოს სიყვარულის, მისთვის ბრძოლის და თავგანწირვის გამორჩეული მაგალითია შინდისის ბრძოლა -გოგი მეშველიანი
შემდეგი სტატია,,დიდგორობის” სახალხო დღესასწაულს ბოლნისის მუნიციპალიტეტი შეუერთდა