სოფელ ქვემო ბოლნისში 6 მაისს აღებული 31 ბიოლოგიური ნიმუშიდან კორნავირუსი არცერთ მოქალაქეს არ დაუდასტურდა. ბოლნისის მერიისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის გადაწყვეტილებით, სოფლის ტერიტორიაზე დღეიდან მკაცრი საკარანტინო რეჟიმი აღარ მოქმედებს. შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის ბოლო დადასტურებული შემთხვევა ქვემო ბოლნისში 6 აპრილს დაფიქსირდა. მას შემდეგ ორი საინკუბაციო პერიოდის განმავლობაში ახალი კორონავირუსული ინფექცია არცერთ მოქალაქეს არ დადასტურებია. მედიკოსები მოსახლეობაზე აქტიურ დაკვირვებას აწარმოებდნენ. ვინაიდან სოფელში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია მკვეთრად გაუმჯობესდა, ქვემო ბოლნისი გაიხსნა და მოქალაქეებს მიმდებარე ოთხ სოფელში გადაადგილება ყოველგვარი შეფერხების გარეშე შეუძლიათ.
ბოლნისის მუნიციპალიტეტი კი კვლავ წითელ ზონად რჩება, ჩაკეტილია ქალაქი ბოლნისი, დაბა კაზრეთი, სოფლები: რაჭისუბანი, ბალიჭი, ხატისოფელი, მუშევანი და სავანეთი. საზღვრებზე მოწყობილია სპეციალური ბლოკპოსტები, რომლებსაც სამართალდამცველები აკონტოლებენ.
ბოლნისის მუნიციპალიტეტში ამ დროისთვის COVID-19-ის 120 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული. აქედან 24 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 3 გარდაიცვალა.
[:]