დღეს ბოლნისის კერძო საშუალო სკოლა „დავითიანის“ ადმინისტრაცია, პედაგოგები და სახანძრო-სამაშველო სამსახურის მუშაობით დაინტერესებული მოსწავლეები, სახანძრო სამსახურის ბოლნისის განყოფილებას ესტუმრნენ სადაც ჩაუტარდათ წინასწარ დაგეგმილი პრაქტიკული სააღმზრდელო საინფორმაციო სიმულაციური ინსტრუქტაჟი სკოლისთვის პრიორიტეტულ , საჭირო, უსაფრთხოების თემაზე.
სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა მიმდებარე ტერიტორიაზე, თვალსაჩინოების მიზნით, გამოფინეს ყველა ის აღჭურვილობა, რომელიც მათი საქმიანობის შემადგენელი ატრიბუტია. ბავშვებს დეტალურად აუხსნეს თითოეული ნივთის მნიშვნელობა, დაათვალიერებინეს სახანძროს მანქანა.
აღნიშნული აქტივობით სკოლა „დავითიანის“ მოსწავლეებმა ამომწურავად მიიღეს ინფორმაცია, თუ როგორ უნდა იმოქმედონ ხანძრისა და საგანგებო სიტუაციების დროს, პირადად გაიცნეს ის ადამიანები, რომლებიც მათი უსაფრთხოების სადარაჯოზე არიან. მოსწავლეებმა შეისწავლეს ის პრევენციული ღონისძიებები, რაც თავიდან აგვაცილებს უბედურ შემთხვევებს.