სკოლა „დავითიანის“ მოსწავლეებმა გოგი მეშველიანს არაფორმალურ გარემოში უმასპინძლეს

0
209

კერძო სკოლა „დავითიანში“ შეხვედრების ციკლი ცნობილ და საინტერესო ადამიანებთან გრძელდება. „ჩვენი იმპულსი ქალაქს სჭირდება“ – აღნიშნული აქტივობის ფარგლებში, დღეს მოსწავლეებმა, არაფორმალურ გარემოში, საქართველოს პარლამენტში ბოლნისის, დმანისის, თეთღიწყაროსა და წალკის მაჟორიტარს უმასპინძლა. თავისუფალ გარემოში გულწრფელი საუბრებით, გოგი მეშველიანმა, მოსწავლეებისთვის საინტერესო კითხვებს უპასუხა. ბავშვებმა მაჟორიტარი სხვა კუთხით, როგორც რიგითი მოქალაქე, ისე გაიცნეს.

გოგი მეშველიანმა სკოლის მოსწავლეებს  საჩუქრებად წიგნები გადასცა და მათთან ერთად სახალისო აქტივობებში მიიღო მონაწილეობა, ბავშვებთან ერთად, საახალწლო ნაძვის ხის მორთვაშიც ჩაერთო.

 შეხვედრის დასასრულს, სკოლის თვითმმართველობის პრეზიდენტისგან, საპატიო სიგელი და საჩუქარი თავადაც მიიღო.

წინა სტატიაირაკლი ღარიბაშვილი – მინდა სამძიმარი გამოვუცხადო უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების ოჯახებს, ჩვენთვის ეს ძალიან დიდი ტკივილია – ჩვენი გადაწყვეტილებით, წინა შემთხვევებში ყველა მათგანი ღირსეულად, სამხედრო პატივით იქნა დაკრძალული
შემდეგი სტატიასტუდენტთა დახმარების პროგრამა, რომელსაც უკვე ათი წელია, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია ახორციელებს