სისუფთავე  მისი ცხოვრების წესია – მეეზოვე გულნარა სარსევანიძე

0
202

გადაცემა „ჩემი საქმის“ სტუმარი გულნარა სარსევანიძეა ადამიანი,რომელიც  მრავალი წელეია ქალაქის სისუფთავეზე ზრუნავს, მისი სამუშაო დილა  მაშინ იწყება, როცა ყველას სძინავს, ირგვლივ სიწყნარე და სიბნელეა. უკვე 27 წელია მისი საუკეთესო დამხმარე ცოცხი და აქანდაზია. სისუფთავეს, დალაგებასა და წესრიგს ბავშვობიდან მიეჩვია, ჯერ კიდევ სრულიად პატარა, დედას ეხმარებოდა და ზრუნავდა ქალაქის იერსახეზე, მას შემდეგ ბევრმა წელმა გაიარა, ღამით ქუჩების დასუფთავება ჩვევად ექცა. წლების განმავლობაში ეს საქმე უბრალოდ კი არ შეუყვარდა, ცხოვრების წესად ექცა. მიაჩნია, რომ მეეზოვის პროფესია ერთ-ერთი საპასუხისმგებლო საქმეა. მაშინაც კი, როდესაც არ მუშაობს, ქუჩაში უადგილოდ დაყრილ ნაგავს გვერდს ვერ უვლის, ამბობს, რომ საზოგადოებისგან  სიყვარულს  და დადებით დამოკიდებულებას გრძნობს.

წინა სტატიასაქართველოს პრეზიდენტი უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების ოჯახებს სამძიმარს უცხადებს
შემდეგი სტატიაბოლნისში ღვინის პოლონელი ექსპერტები იმყოფებოდნენ