14 ოქტომბერს მართლმადიდებელი სამყარო სვეტიცხოვლობას, იგივე კვართის დღესასწაულს ზეიმობს, რომელიც საქართველოში ყოველი წლის 14 ოქტომბერს აღინიშნება, ამ დღესთან დაკავშირებით, ტრადიციულად სვეტიცხოველში სადღესასწაულო წირვას კათოლიკოს-პატრიარქი აღავლენს. დღესასწაულს მრევლი ბოლნისიდანაც შეუერთდა, სპეციალურად ამ დღისთვის ბოლნისელმა გულივერ დავითულიანმა ბოლნელი მთავარეპისკოპოსის მეუფე ეფრემის ლოცვა -კურთხევით, მისივე შექმნილი ესკიზით დაამზადებინა სხვადასხვა ზომის ჯვრები, რომელიც სვეტიცხოვლის ტაძარში დაბრძანდება, ნაწილი კი მომლოცველებს გადაეცემა. გულივერმა დიდი ხნის ჩანაფიქრი რეალობად აქცია, როგორც პროფესიით მშენებელი გვიყვება, მან მეუფე თადეოზისგან იცოდა რომ ბოლნური ჯვარის ფესვები კაბადოკიიდან მოდის, სწორედ ამიტომ მან ქართველების ეროვნული სიმბოლო ბოლნური ჯვარი და ქრისტიანობის მქადაგებლის წმინდა ნინოს ჯვარი გააერთიანა და შექმნა საერთო სიწმინდე, რომელიც მომლოცველებს გადაეცემათ.
გულივერ დავითულიანს ეკუთვნის ქართული ეროვნული სიმბოლოს ბოლნური ჯვრის კედლებიდან რეალობაში გადმოტანის იდეა, მისი ინიციატივით დამზადდა პირველი, გულზე სატარებელი ბოლნული ჯვარი.
,,სვეტიცხოვლობას ბოლნური ჯვრებით შევუერთდით, რომელიც ჩემი ესკიზით დამზადდა ჩემივე ინციატივითა და მეუფის ლოცვა- კურთხევით, დიდი ხნის ჩანაფიქრი განვახორციელე, ვინაიდან ვიცოდი ბოლნური ჯვრის ისტორია, შევქმენი ესკიზი, სადაც გავაერთიანე ორი სიწმინდე, დავამზადეთ 200 ცალი ახალი ჯვარი, რომელიც მრევლს გადაეცემა. ეს არის ჩვენი სიმდიდრე, მემკვიდრეობა, რომელიც არ უნდა დავივიწყოთ“. აღნიშნა გულივერ დავითულიანმა.